The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სერგო ეფრემის ძე ღონღაძე

სერგო ეფრემის ძე ღონღაძე
Date of birth:28 August, 1894
Date of death:5 December, 1984  (at 90 years)
Burial location:ხარაგოულის რაიონი, სოფელი ნებოძირი
Category:Public Figure

Biography

   სერგო ღონღაძე დაიბადა 1894 წელს ხარაგოულის რაიონის სოფელ ნებოძირში.

   1919 წელს იქორწინა ანეტა შათირიშვილზე, რომელსაც ჰქონდა საშუალო განათლება და კარგად ფლობდა რუსულ ენას. ქორწინების შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. ცოლ-ქმარი იდეურად ეწინააღმდეგებოდნენ ბოლშევიკურ იდეებს და იმ პერიოდში სოფლად დაწყებულ კოლექტივიზაციის პროცესს. ოჯახი თბილისში ცხოვრობდა ლოტკინის ქუჩაზე, სადაც მსგავსი იდეების მატარებელი ადამიანები ხშირად იკრიბებოდნენ, რომლებსაც სურდათ საკუთარი იდეოლოგია საზოგადოებისთვის რაიმე ფორმით მიეწოდებინათ. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება სერგო ღონღაძის „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში“ გაწევრიანება.

   თბილისში სამოქალაქო ომის გაჩაღების შემდეგ სერგოს არ სურდა ძმათა ომში მონაწილეობის მიღება და ოჯახიანად მშობლიურ სოფელში დაბრუნდა, სადაც კვლავ აგრძელებდა თავის საქმიანობას, სოფლის მღვდელ, უაღესად განათლებულ იასონ მხატვრიშვილთან ერთად. მღვდელი იასონი 1937 წელს ღამე საიდუმლოდ წაიყვანეს და დახვრიტეს.

   კომუნისტური რეჟიმის მიუხედავად სერგო ღონღაძე და მისი ოჯახი მართლმადიდებლური რელიგიის მატარებელ-მქადაგებლები  იყვნენ. სერგო ღონღაძეს ჰყავდა შვიდი შვილი: მარიამი, ბიძინა, გივი, თინათინი, მერი, გოდერძი და ნონა.

   სერგო ღონღაძე გარდაიცვალა 1984 წლის 5 დეკემბერს და დაკრძალულია თავის მშობლიურ სოფელ ნებოძირში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1920-)

Share: