Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ოლია ოკუჯავა![]()
Biographyოლღა ოკუჯავა დაიბადა 1888 წელს ქუთაისში, სტეფანე ოკუჯავასა და ელისაბედ პერემუშევას ოჯახში. 1912 წელს სწავლობდა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიაში, სადაც გალაკტიონ ტაბიძე გაიცნო. 1913 წლიდან ჭიათურის ქალთა გიმნაზიაში მასწავლებლად მუშაობდა. 1913 წლიდან ოლია ოკუჯავა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ჭიათურის განყოფილების ნამდვილი წევრი გახლდათ და ჩართული იყო საზოგადოების საქმიანობაში. 1916 წელს ცოლად გაჰყვა გალაკტიონ ტაბიძეს და იმავე წელს სასწავლებლად მოსკოვში გაემგზავრნენ. ცნობილია, რომ მოსკოვში ოლღა ოკუჯავა გახდა პარტიის წევრი. 1929 წელს ოლღა ტროცკიზმში დაადანაშაულეს და სამი წლის ვადით უზბეკეთში გადაასახლეს. გადასახლების შემდეგ, 1932 წელს, საქართველოში დაბრუნდა. 1936 წელს ოლღა ოკუჯავა მეორედ დააპატიმრეს და ორიოლის ოლქში გადაასახლეს. 1941 წლის სექტემბერში სსრკ-ის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ ოლღა ოკუჯავას სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა მიუსაჯა და სამ დღეში 157 პოლიტპატიმართან ერთად ქალაქ ორიოლთან, მედვედის ტყეში დახვრიტეს. 1956 წლიდან, როცა ხრუშჩოვის მთავრობამ რეპრესირებულთა რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო, ოლღაც რეპრესირებულთა სიაში მოხვდა და 1957 წელს გალაკტიონ ტაბიძეს ეს ამბავი წერილით შეატყობინეს, თუმცა პოეტს მისი დახვრეტის შესახებ არაფერი უთხრეს. ოლღას ჰყავდა სამი ძმა: მიხეილი, ნიკოლოზი და შალვა. უკანასკნელი ცნობილი საბჭოთა პოეტისა და მუსიკოსის ბულატ ოკუჯავას მამა გახლდათ. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |