შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
გრიგოლ ბეკოს ძე ჩიჩუა (ჩაჩუა)![]()
ბიოგრაფიაგრიგოლ ჩოჩუა გახლდათ რევოლუციონერი და ცნობილი პროპაგანდისტ-აგიტატორი. იგი იყო სამეგრელოს რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელი. 1905 წელს, საერთო კრებაზე, რაჟდენ გამსახურდიასა და ლეონ ჩიხლაძესთან ერთად, ხალხს უქადაგებდა: "მთავრობამ გლეხობა გაღვარცლა, მისი "ერობა" ვეღარ დააკმაყოფილებს, საჭიროა თავისუფლება, თვითმმართველობა... უნდა ჩამოვაგდოთ მთავრობა, დავანგრიოთ მისი ბუდე, ნუ მიმართავთ მას, – იგი ჩვენთვის საჭირო აღარაა"-ო. სოფელ ურიას-კარში, რევოლუციური აღტკინებით გამოსული ხალხის წინაშე, საჯაროდ დაწვა მეფე ნიკოლოზ II სურათი. 1909 წლიდა გრიგოლ ჩოჩუა გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ფოთის განყოფილების დამფუძნებელი წევრი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |