The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ალექსანდრე ილარიონის ძე კასრაძე

ალექსანდრე ილარიონის ძე კასრაძე
Date of birth:1879
Date of death:7 October, 1918  (at 39 years)
Category:Educator, Religious leader

Biography

   ალექსანდრე კასრაძე დაიბადა 1879 წელს გორის მაზრის სოფელ ზემო ნიქოზში მღვდლის ოჯახში.

   თბილისის სასულიერო სემინარიის დასრულებისთანავე, მშობლიურ სოფელ ნიქოზში მამის ადგილზე მღვდლად გამწესდა, სადაც მისი ერთ-ერთი ძმა აქტიურ რევოლუციურ საქმიანობას ეწოდა. ძმის შთაგონებით, ათეისტი შეიქმნა და ანაფორას მხოლოდ მთავრობის თვალის ასახვევად ხმარობდა. ყოველი წირვის შემდეგ ხალხის სასარგებლოდ, რევოლუციის სასიკეთოდ ქადაგებდა, საკურთხევლის გვერდით სამალავი ჰქონდა რევოლუციონერთათვის ტყვიის ჩამოსასხმელად.

   1905 წელს ალექსანდრე კასრაძეს, ამ დროს ჯერ კიდევ მღვდელი იყო, ვნუკოვის დამსჯელმა რაზმმა, ცხინვალში შესვლის დროს სახლ-კარი გადაუწვა და ცოლ-შვილი დაუწიოკა. თავად ალექსანდრე ჯერ დააპატიმრეს, ხოლო შემდეგ გააციმბირეს და არხანგელსკში გადაასახლეს.

   ალექსანდრე კასრაძემ გადასახლებიდან, მღვდელ პეტროვის ხელით, სინოდს თავისი ანაფორა და მოპარსული წვერი გაუგზავნა წარწერით: "Твоя от твоих тебе приносяще".

   1918 წლის 4 ოქტომბერს, ცხინვალიდან სოფელ ზემო ნიქოზში მიმავალ  ცხინვალის გიმნაზიის პედაგოგ ალექსანდრე კასრაძეს თავს დაესხნენ და  მოკლეს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ცხინვალის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი (1920-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ცხინვალის განყოფილების წევრი (1915-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-)

Bibliography

Contacts Information

  • Address:ცხინვალი, სოფელი ზემო ნიქოზი

Share: