Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
იოანე სიმონის ძე ლუკაშვილი![]()
Biographyივანე ლუკაშვილი დაიბადა 1873 წლის 23 ნოემბერს გორის მაზრის სოფელ ბერშუეთში. 1897 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1911 წლიდან ივანე ლუკაშვილი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი. ლუკაშვილი თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ გამოცემებთან: „მწყემსი“, „განათლება“, „შინაური საქმეები“ და სხვა. აღსანიშნავია მისი წერილები: „“ოჯახი პირველი სკოლაა ბავშვისათვის“, სხვადასხვა წყაროდან შედგენილი „აპოლოგია ქრისტიანობისა“, „ბიბლიური საღვთისმეტყველო ლექსიკონი“ და „მაჩვენებელი ოთხ სახარებაში მოხსენებული საგნებისა“. ივანე ლუკაშვილის გარდაცვალების თარიღი უცნობია. Member of Organizations
Bibliography
Contacts Information
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |