The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



იოანე სიმონის ძე ლუკაშვილი

იოანე სიმონის ძე ლუკაშვილი
ოფიციალური სახელი:ივანე სიმონის ძე ლუკიანოვი
სხვა სახელი:ვანათში ნამყოფი  (ფსევდონიმი)
ვანილი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:23 ოქტომბერი, 1873  (150 წლის)
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   ივანე ლუკაშვილი დაიბადა 1873 წლის 23 ნოემბერს გორის მაზრის სოფელ ბერშუეთში.

   1897 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია.

   1911 წლიდან ივანე ლუკაშვილი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი.

   ლუკაშვილი თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ გამოცემებთან: „მწყემსი“, „განათლება“, „შინაური საქმეები“ და სხვა. აღსანიშნავია მისი წერილები: „“ოჯახი პირველი სკოლაა ბავშვისათვის“, სხვადასხვა წყაროდან შედგენილი „აპოლოგია ქრისტიანობისა“, „ბიბლიური საღვთისმეტყველო ლექსიკონი“ და „მაჩვენებელი ოთხ სახარებაში მოხსენებული საგნებისა“.

 ივანე ლუკაშვილის გარდაცვალების თარიღი უცნობია.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1911-)

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • მისამართი:სოფელი ვანათი

გააზიარე: