Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ბაბო მჭედლიძე![]()
Biographyბარვარე მჭედლიძე დაიბადა 1896 წელს ქუთაისში, ცნობილი სასულიერო პირის სიმონ მჭედლიძის ოჯახში, რომელიც მიტროპოლიტ ნაზართან და რამდენიმე მღვდელთან ერთად, კომუნისტებმა საფიჩხიას ტყეში დახვრიტეს. ბარბარე მჭედლიძე იგი ქუთაისის ეპარქიალურ სასწავლებელსა და ვაჟთა გიმნაზიაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. მოგვიანებით თბილისის ვაჟთა გიმნაზიაშიც (პირველი საშუალო სკოლა) მოღვაწეობდა. 1920 წლიდან ბარბარე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ქუთაისის განყოფილების წევრი. 1922-1925 წლებში ბაბო მჭედლიძე თბილისის 23-ე საშუალო სკოლაში მუშაობდა. ბარბარე მჭედლიძე სიტემატიურად თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ გამოცემებთან, სადაც ლიტერატურულ–კრიტიკულ წერილებს ბეჭდავდა. აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ "მნათობში". ბარბარე მჭედლიძე გარდაიცვალა 1987 წელს თბილისში და დაკრძალულია მუხათგვერდის პანთეონში. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |