The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ანტონ ივანეს ძე ფალავანდიშვილი

ანტონ ივანეს ძე ფალავანდიშვილი
Legal name:ანტონ ივანე-ალექსანდრეს ძე ფალავანდიშვილი
Date of birth:1879
Date of death:1934  (at 55 years)
Category:Public Figure

Biography

     ანტონ ფალავანდიშვილი დაიბადა 1879 წელს ივანე ფალავანდიშვილისა და თამარ ესტატეს ასული ფალავანდიშვილის ოჯახსი.

    ანტონმა განათლება მიიღო ჟენევის უნივერსიტეტის აგრარულ ფაკულტეტზე. გახლდათ ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი, რეპრესირებული 1907-1908 წლებში.

    ანტონ ფალავანდიშვილი მონაწილებდა 1924 წლის აჯანყებაში, რის გამოც დააპატიმრეს და მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა. პატიმრობის პერიოდში იმყოფებოდა მეტეხის ციხეში, სადაც დაავადდა. სიკვდილს გადაურჩა 1925 წლის ამნისტიის დადგენილებით.

   ანტონ ფალავანდიშვილს ჰყავდა მეუღლე - ლენა-ეკატერინე ილიას ასულ დიდებულიძე და 5 შვილი.

    ანტონ ფალავანდიშვილი გარდაიცვალა 1934 წელს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-1919)

Share: