Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
გრიგოლ ივანეს ძე აბაშიძე![]()
Biographyგრიგოლ აბაშიძე დაიბადა 1829 წელს ჭიათურის რაიონის სოფელ ჯიყოეთში. მიღებული ჰქონდა სამხედრო განათლება და იყო რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე. 1866 წლიდან გარკვეული პერიოდი ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალის უფროსად მუშაობდა. მსახურობდა კავკასიის არმიის კავალერიაში, მონაწილეობდა ყირიმის 1853–1856 და რუსეთ-ოსმალეთის 1877–1878 წლების ომებში. 1875 წლიდან იყო პოლკოვნიკი, ხოლო 1878 წლიდან გენერალ-მაიორი. 1878 წლიდან თბილისის გუბერნიის სამხედრო უფროსის მოვალეობას ასრულებდა. 1879 წლიდან გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი. 1879 წლის 15 მარტიდან იყო ქუთაისის გუბერნიის სამხედრო გუბერნატორი. გრიგოლ აბაშიძე გარდაიცვალა 1890 წელს. Member of Organizations
Contacts Information
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |