The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნესტორ აბესაძე

დაბადების თარიღი:18??
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

ნესტორ აბესაძე დაიბადა 1878 წელს. 1901 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია. წლების მანძილზე მსახურობდა მღვდლად ელიზავეტოპოლის გუბერნიის, ელიზავეტოპოლის წმ. ნინოს სახელობის სასაფლაოს ეკლესიაზე. 1915 წლის 22 ივნისს სკუფიით დაჯილდოვდა. 1924 წელს გაიხადა ანაფორა და მუშაობა დაიწყო დუშეთის ახალშენის გამგის მოადგილედ, იყო მასწავლებლად და რემედასის თავჯდომარედ. 1928 წელს საბჭოთა ხელისუფლებას სამოქალაქო უფლებებში აღდგენა სთხოვა (საბჭოთა კანონმდებლობით სამღვდელოება კანონგარეშედ იყო გამოცხადებული), რათა არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. მისი საკითხი პრეზიდიუმის საბჭოს სხდომაზე გაიტანეს. მისი შემდგომი ბედი უცნობია.

გიორგი მაჩურიშვილი

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების განჯის განყოფილების წევრი (1914-1917)

გააზიარე: