The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



მიხეილ იაკობის ძე გვაზავა (დეკანოზი)

მიხეილ იაკობის ძე გვაზავა
დაბადების თარიღი:1869
გარდაცვ. თარიღი:1948  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   მიხეილ გვაზავა დაიბადა 1869 წელს მღვდლის ოჯახში.

   1892 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და რამდენიმე წელი პედაგოგად მუშაობდა.

   1898 წელს სოხუმის ეპისკოპოსმა არსენმა (იზოტოვი) დიაკვნად აკურთხა, ამავე ელს მღვდლად დაასხა ხელი და სოხუმის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად განამწესა.

   1899 წელს სოხუმის ეპარქიის ეპარქიალური კომიტეტის რევიზორად დაინიშნა.

   1901 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

   1903-1905 წლებში სოხუმის ეპარქიის მე-2 ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს.

   1905 წელს სკუფია უბოძეს.

   1909 წელს კამილავკა ეწყალობა.

   1909 წლიდან მამა მიხეილი გახლავთ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საქზოგადოების საქმიანობაში.

   1913 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.

   1917 წელს, როგორც სოხუმის ეპარქიის დელეგატი, მონაწილეობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაზე. 1917 წელს მამა მიხეილი კათოლიკოს-პატრიარქ კირიონს (საძაგლიშვილი) წერდა, რომ "მღვდელ-მონაზონ თეოფილეს (შავდია) სოხუმიდან ბედიაში გადაყვანის შემდეგ ქართულ ენაზე ღვთისმსახურებას დროებით ის ასრულებდა, რა დროსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და ადგილობრივ ეპისკოპოს სერგის (პეტროვი) მოიხსენიებდა, მაგრამ მან მიიღო ეპისკოპოს სერგის წერილი, რომელშიც ის ატყობინებდა, რომ კირიონი ჯერ არ უცვნია რუსეთის საეკლესიო კრებას და აღმოსავლეთის პატრიარქებს, ამიტომ მისი მოხსენიება სოხუმის ტაძარში უკანონოაო".

   1919 წელს სოხუმის ეკლესიების მთავარხუცესია.

   მე-20 საუკუნის 10-იანი წლების ბოლოს დეკანოზის წოდება მიენიჭა.

   1922 წელს სოხუმის საკათედრო ტაძრის კანდელაკია, სადაც 1942 წლამდე მსახურობდა.

   1942 წელს ბარცხანის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა და 1944 წელს წინამძღვრად დაამტკიცეს.

   1947 წელს სოხუმის საკათედრო ტაძრის მეორე მღვდელია.

   მამა მიხეილი გარდაიცვალა 1948 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრი (1909-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1913 - სამკერდე ოქროს ჯვარი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: