The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნესტორ იოსების ძე გიორგაძე (დეკანოზი)

ნესტორ იოსების ძე გიორგაძე
დაბადების თარიღი:1864
გარდაცვ. თარიღი:19 იანვარი, 1922  (58 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქუთაისი, საფიჩხიის სასაფლაოს გალავანი
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

    ნესტორ გიორგაძე დაიბადა 1864 წელს ქუთაისის გუბერნიიის სოფელ ჯვარისაში დეკანოზის ოჯახში.

    1883 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, ხოლო 1889 წელს თბილისის სასულიერო სემინარია. 1890 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა, ერთ კვირაში მღვდლად დაასხა ხელი და ბანოჯის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში განამწესა.

    მამა ნესტორი 1892 წელს ქუთაისის საღორიის (ამჟამინდელი საფიჩხიის) სასაფლაოს მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. იგი წლების მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. იყო ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში საღვთო სჯულის პედაგოგი.

    1900 წლის 24 ნოემბერს ქუთაისის მწყვანეყვავილას მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში გადაიყვანეს. 1904 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1910 წლის 12 აპრილს სამრევლო-საეკლესიო სკოლების გახსნის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით წმ. ვლადიმერის ლენტიანი ორმაგი ვერცხლის მედალი უბოძეს. ჰქონდა იმპერატორ ალექსანდრე III სახელობის სამახსოვრო ვერცხლის მედალი.

    1911 წლის 15 მაისს დააჯილდოვეს სამკერდე ოქროს ჯვარით. 1914 წლიდან მწყვანეყვავილას მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1916 წელს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

    1918 წელს მამა ნესტორს დეკანოზის წოდება მიენიჭა.

    დეკანოზი ნესტორი გარდაიცვალა 1922 წლის 19 იანვარს, ნათლისღებას, ტაძარში სადღესასწაულო მსახურების დროს და დაკრძალულია საფიჩხიის სასაფლაოს გალავანში. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1913-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1916 - წმ. ანას III ხარისხის ორდენი
  • წმ. ვლადიმერის ლენტიანი ორმაგი ვერცხლის მედალი
  • ალექსანდრე III სახელობის სამახსოვრო ვერცხლის მედალი

გააზიარე: