The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



კაპიტონ ალექსის ძე გოგოლაძე

კაპიტონ ალექსის ძე გოგოლაძე
ოფიციალური სახელი:კაპიტონ ალექსანდრეს ძე გოგოლაძე
სხვა სახელი:იაძე  (ფსევდონიმი)
კენტი  (ფსევდონიმი)
კვინწარი   (ფსევდონიმი)
უტუ  (ფსევდონიმი)
ჩიბუხი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:15 ოქტომბერი, 1879
გარდაცვ. თარიღი:1944  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:პოეტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    კაპიტონ გოგოლაძე დაიბადა 1879 წელს ჩოხატაურის რაიონის სოფელ გოგოლისუბანში, გლეხის ოჯახში. სწავლობდა ჩოხატაურის სკოლაში და შემდეგ ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებელში. მწერლობა ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დაიწყო. 1893 წელს ჟურნალ კვალში რევოლუციური და სოციალური შინაარსის ნაწარმოებებს აქვეყნებდა. 1903 წელს, ბათუმში დაიბეჭდა მისი ლექსები პეტერბურგის ცენზურის ნებართვით, თუმცა გავრცელების ნებართვა აღარ მისცეს. მთელი გამოცემა ჟანდარმერიამ სტამბიდან წაიღო და გაანადგურა.

    1898 წელს კაპიტონი რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება. იგი გახლდათ სოციალ-დემოკრატი და მას მტკიცედ სწამდა რევოლუციის აუცილებლობა და აქტიურად მონაწილეობდა ბათუმის საზოგადოებრივი ორგანიზაციების მუშაობაში.

    1908-1917 წლებში იგი გახლდათ ბათუმის საქალაქო საბჭოს ხმოსანი, ებრძოდა ქალაქის პლუტოკრატიას, ხოლო 1917-1918 წლებში, თურქების მიერ ბათუმის ოკუპაციამდე, ბათუმის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოების თავმჯდომარის მოადგილედ იყო არჩეული.

   1908  წლიდან კაპიტონ გოგოლაძე „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრი გახლდათ, ხოლო 1909-1915 წლებში საზოგადოების ბათუმის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი.

   1918-1920 წლებში კაპიტონ გოგოლაძე დენიკინელების, ქემალისტების, ბათუმისა და მისი ოლქის ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძოდა. 1920 წელს ბათუმის საქალაქო გამგეობის წევრად იქნა არჩეული. პოლიტიკური მოღვაწეობისათვის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და ბათუმის ციხეშიც იჯდა.

   კაპიტონ გოგოლაძე აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა სატირულ ჟურნალ "ეშმაკის მათრახში". გარდა ამისა, იგი წერილებს აქვეყნებდა "მათრახში", "მათრახი და სალამურში", აგრეთვე გაზეთ "კვალში". აქტიურ პოლემიკაში იყო ჩართული ილია ჭავჭავაძესთან და მის მომხრეებთან.

   1919-1920 წლებში კაპიტონ გოგოლაძე ბათუმში გაზეთ „სამუსლიმანო საქართველოს“, რომელიც ქართულ და რუსულ ენებზე გამოდიოდა,  ქართულ განყოფილებას ხელმძღვანელობდა. თანამშრომლობდა ბათუმის პროგრესულ რუსულენოვან გაზეთებშიც. ამავე წლებში „ბათუმის გაზეთში“ პუბლიცისტურ წერილებს, ფელეტონებსა და ლექსებს ათავსებდა.

   კაპიტონ გოგოლაძე აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა სატირულ ჟურნალ „ეშმაკის მათრახში“. გარდა ამისა იგი წერდა „მათრახში“, „მათრახი და სალამურში“. აქტიუტად იყო ჩაბმული პოლემიკაში ილია ჭავჭავაძესა და მის მომხრეებთან

   საქართველოში საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ კაპიტონი ერთხანს არალეგალურად ცხოვრობდა, მაგრამ როცა დარწმუნდა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლებს ჩვენი ქვეყნისათვის დიდი ზიანი მოჰქონდა, პირველმა მიმართა თანამოაზრეთ, ეპოვათ საერთო ენა კომუნისტურ პარტიასთან ჩვენი ერის საკეთილდღეოდ, ვინაიდან წინააღმდეგობას ქვეყნისათვის გაუმართლებელი, უზომო ზარალი მოჰქონდა: „რათ გვინდა სოციალიზმი უხალხოთო“.

   კაპიტონ გოგოლაძე გარდაიცვალა 1944 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1918-)
  • სოციალ-დემოკრატიული პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი (1909-1915)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი (1908-1915)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: