The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



დიმიტრი მიხეილის ძე გონაშვილი

დიმიტრი მიხეილის ძე გონაშვილი
დაბადების თარიღი:1880
გარდაცვ. თარიღი:18 თებერვალი, 1938  (58 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია (დახვრეტილი)
კატეგორია:დამფუძნებელი წევრი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, რეპრესირებული

ბიოგრაფია

    დიმიტრი გონაშვილი დაიბადა 1880 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ მირზაანში გლეხის ოჯახში. დაამთავრა სასულიერო სასწავლებელი.

    1902 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი  და 1905 წლიდან მუშაობდა „მენშევიკების“ ფრაქციაში.

    1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ გახლდათ სიღნაღის მაზრის კომისარი. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იქნა საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით და მუშაობდა აგრარული კომისიაში რიგით წევრად.

    1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში.

    1923 წლის 23 აგვისტოს დიმიტრი გონაშვილმა ბოლშევიკური რეჟიმისა და მისი უშიშროების ორგანოების მიერ პოლიტპატიმრებსა და პარტიების წევრებზე ზეწოლის გზით ჩატარებული „თვითლიკვიდაციის“ პროცესებისას  მისასალმებელი წერილით მიმართა სიღნაღის მაზრის „ყოფილ მენშევიკთა“ კონფერენციას და თანაგრძნობა გამოუცხადა.

     1923 წლიდან იყო საკავშირო კომუნისტური პარტიის წევრი. 1925 წლიდან მეცხვარეთა კოოპერატიული ამხანაგობა „მწყემსის“ გამგეობის თავმჯდომარედ, ხოლო 1930-იან წლებში საქართველოს სსრ „წითელ ჯვარში“ უფროს დეზინფექტორად მუშაობდა. 1937 წელს არჩეული იქნა „წითელი ჯვრის“ გამგეობის თავმჯდომარედ.

    1937 წლის 17 ივლისს დიმიტრი გონაშვილი, დიდი საბჭოთა ტერორის დროს  სისტემატური ანტისაბჭოთა აგიტაციისა და „ხალხის მტრებთან“ ურთიერთობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

    1938 წლის 18 თებერვალს საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე.წ. „ტროიკა“) დახვრეტა მიუსაჯა და განაჩენი იმავე ღამეს იქნა სისრულეში მოყვანილი.

   დიმიტრი გონაშვილი გახლავთ ცნობილი მომღერლის ჰამლეტ გონაშვილის მამა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საკავშირო კომუნისტური პარტია, წევრი (1923-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • საქართველოს სსრ „წითელ ჯვარი", გამგეობის თავმჯდომარე (1937-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქვემო მაჩხაანის განყოფილების წევრი (1914-)

გააზიარე: