The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ილია ზურაბის ძე გოპაძე

ილია ზურაბის ძე გოპაძე
Date of birth:20 January, 1853
Date of death:29 March, 1932  (at 79 years)
Category:Medical Doctor

Biography

      ცნობილი ფტიზიატრი ილია გოპაძე დაიბადა 1853 წელს ქალაქ ქუთაისში. 1878 წელს დაამთავრა პეტერბურგის მედიკურ-ქირურგიული აკადემია.  გახლდათ პროფ. კაშლაკოვისა და პასტერნაცკის მოწაფე. სამკურნალო მასაჟის დარგში პროფ. ბერლინგთან დახელოვნდა შვეიცარიაში.

    1886 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „О влиянии общего массажа на азотистый обмен и на всасывание азотосодержащих продуктов“. 1888 წელს მასაჟისა და სამკურნალო ტანვარჯიშის დარგში კვალიფიკაცია აიმაღლა ბერლინში. 

      1888-1894 წლებში პეტერბურგის ჰოსპიტალურ თერაპიულ კლინიკაში მუშაობდა, ხოლო 1894-1909 წლებში აბასთუმნის სამხედრო ჰოსპიტლის მთავარი ექიმის თანამდებობა ეკავა. 1898 წლიდან აბასთუმნის მინერალური წყლების დირექტორად დაინიშნა.

     1914–1917 წლებში კავკასიის სამხედრო ოლქის საექიმო-სანიტარული სამმართველოს უფროსად დაინიშნა და სამედიცინო სამსახურის გენერალ–მაიორის წოდებაც მიენიჭა. 1921 წლიდან მთლიანად კურორტ აბასთუმნის კონსულტანტი გახლდათ და აქტიურად მონაწილეობდა კურორტის კეთილმოწყობასა და მშენებლობაში. შეისწავლა მისი კლიმატური და ბალნეოლოგიური ფაქტორების როლი ტუბერკულოზისა და სხვა დაავადებათა მკურნალობაში.

     ილია გოპაძე გახლდათ კავკასიაში ტუბერკულოზის წინააღმდეგ მებრძოლი საზოგადოების გამგეობის და ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების წევრი, საქართველოს სსრ ჯანსახკომის ტუბერკულოზის საბჭოს წევრი და საქართველოს საისტორიო–საეთნოგრაფიო საზოგადოების სამეცნიეროსატერმინოლოგიო საექიმო წრის თავმჯდომარე.

Member of Organizations

  • კავკასიაში ტუბერკულოზის წინააღმდეგ მებრძოლი საზოგადოების გამგეობა, გამგეობის წევრი
  • საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული საზოგადოების სამეცნიერო სატერმინოლოგო საექიმო წრე, პირველი თავმჯდომარე
  • ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოება, საზოგადოების წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1911-1915)

Awards and Honors

  • წმინდა ანდრიას ორდენი
  • წმინდა ანას ორდენი
  • წმინდა სტანისლავის ორდენი

Bibliography


Share: