The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ალექსანდრე ლევანის ძე გოცირიძე

ალექსანდრე ლევანის ძე გოცირიძე
დაბადების თარიღი:1856  (168 წლის)
გარდაცვ. თარიღი:191?
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   ალექსანდრე გოცირიძე დაიბადა 1856 წელს რაჭის სოფელ სხვავაში აზნაურის ოჯახში. წერა-კითხვა, საღმრთო წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი სხვავის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში შეისწავლა.

   1872 წელს ონის სოფელ ბოყვას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის უშტატო მედავითნედ დაინიშნა და 1876 წელს შტატში დამტკიცეს.

   1895 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა და ისევ ბოყვას ტაძარში დაადგინა.

   1896 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) მღვდლად დაასხა ხელი და სამთისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში განამწესა.

   1896 წელს ბოყვის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

   1903 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

   1909 წელს სკუფია უბოძეს.

   1912 წლიდან მამა ალექსანდრე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი, ხოლო 1914 წლიდან ამავე საზოგადოების ონის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   1918 წელს უკანასკნელად იხსენიება მოქმედი სამღვდელოების რიგებში. მისი შემდგომი ბედი უცნობია.

   მამა ალექსანდრე ჰყავდა მეუღლე რაქილ ტარიელის ასული ჭიჭინაძე და შვილები: ტიტე, ვლასი, აღათონი და აპოლონი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1912-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ონის განყოფილების წევრი (1914-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: