The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



კონსტანტინე (წიწა) ლევანის ძე დადიანი (თავადი)

კონსტანტინე (წიწა) ლევანის ძე დადიანი
Date of birth:18 October, 1819
Date of death:25 April, 1889  (at 69 years)
Category:Military Person

Biography

   კონსტანტინე დადიანი დაიბადა 1819 წლის 18 ოქტომბერს ზუგდიდში, სამეგრელოს მთავრის ლევან გრიგოლის ძე დადიანისა და და მართა ზურაბის ასული წერეთელის ოჯახში.

     1839 წელს დაამთავრა პაჟთა კორპუსი. 1842-1853 წლებში მონაწილეობდა კავკასიის ომებში, ძირითადად ჩეჩნეთში. 1853-1856 წლებში, ყირიმის ომის დროს, კავკასიის ფრონტზე ოსმალთა წინააღმდეგ მებრძოლ სამეგრელოს მილიციას ხელმძღვანელობდა. 1854 წელს სოფელ კოკთან ბრძოლაში ოსმალთა კორპუსის შეტევა მოიგერია.

     ყარსის ციხის აღების შემდეგ კონსტანტინე დადიანი თავისი მილიციის რაზმით გურიის რაზმის შემადგენლობას შეუერთდა და წარმატებით იბრძოდა ოსმალთა წინააღმდეგ.

    1858 წლიდან კონსტანტინე დადიანი გახლდათ ალექსანდრე II-ის ფლიგელ-ადიუტანტი. 1866 წლიდან გენერალ-მაიორის ჩინი ჰქონდა.

     1877-1878 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს შავი ზღვის სანაპიროზე მოქმედ არმიაში მოღვაწეობდა და ამ ომის შემდეგ მალევე თადარიგში გავიდა. 1887 წელს რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტის ჩინით დააჯილდოვეს. სხვადასხვა დროს კონსტანტინე დადიანი გახლდათ წმინდა ვლადიმირის, წმინდა სტანისლავის, წმინდა ალექსანდრე ნეველის, წმინდა ანას, თეთრი არწივის და წმინდა გიორგის ორდენების მფლობელი.

    კონსტანტინე დადიანს ცოლად ჰყავდა მაია გიორგის ასული დადიანი, რომელთანაც შეეძინა ორი ვაჟი - გრიგოლ და დავით (უჩა) დადიანები.

     კონსტანტინე დადიანი გარდაიცვალა 1889 წლის 25 აპრილს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-)

Awards and Honors

  • თეთრი არწივის ორდენი
  • წმინდა გიორგის ორდენი
  • წმინდა ანას ორდენი
  • წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის ორდენი
  • წმინდა ვლადიმირის ორდენი

Share: