The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნიკოლოზ დავითის ძე დადიანი (სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი)

ნიკოლოზ დავითის ძე დადიანი
Date of birth:4 January, 1847
Date of death:23 January, 1903  (at 56 years)
Burial location:მარტვილი
Category:Royalty, Military Person

Biography

    ნიკოლოზ (ნიკო) დადიანი-მინგრელსკი, ფორმალურად, სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი დაიბადა 1847 წელს ზუგდიდში, სამეგრელოს მთავრის დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის ოჯახში. ნიკო  შვიდი წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა და ფაქტიურად იგი საქართველოს უკანასკნელი დამოუკიდებელი სამთავროს მმართველი გახდა, მაგრამ მისი მცირეწლოვანების გამო მმართველობა მეურვის სტატუსით დედამ გადაიბარა, მთავარ მრჩევლად კი პლატონ იოსელიანი დაინიშნა. ნიკო დადიანმა განათლება პარიზში მიიღო.

     1867 წელს სამეგრელოს სამთავრო როგორც დამოუკიდებელი რეგიონი გაუქმდა და რუსეთის იმპერიას მიუერთდა. ამით დადიანების ოჯახის მმართველობის ხანა საბოლოოდ დასრულდა.

     1874 წელს ნიკო დადიანი რუსეთის სახელმწიფო მინისტრის ქალიშვილზე მერი ალდერბერგზე დაქორწინდა. მათი ქორწინება საქართველოში სახალხო ზეიმად იქცა . ევროპაში ქორწილის შემდეგ წყვილი საქართველოში გამოემგზავრა, სადაც მათ უამრავი ადამიანი მხიარული შეძახილებით ხვდებოდა და ყოველ გაჩერებაზე ქეიფი იმართებოდა.

      1875 წლიდან წლიდან მსახურობდა კავალერგარდის პოლკში. 1877-1878 წლებში ნიკომ რუსეთის არმიის ოფიცრის სტატუსით, კერძოდ პოლკოვნიკის ჩინით, კიდევ ერთ რუსეთ-თურქეთის ომში მიიღო მონაწილეობა. მან ცენტრალურ ბულგარეთში გამართულ ბრძოლებში იომა და იგი სოფიას დაპყრობაშიც იყო ჩართული. ამ ბრძოლებში გამოჩენილი  მამაცობისთვის ნიკომ რამდენიმე სამხედრო ორდენი მიიღო და გენერალ-მაიორის წოდებაზეც იქნა წარდგენილი. დიდმა ავსტრიელმა კომპოზიტორმა იოჰან შტრაუსმა ნაწარმოებიც კი შექმნა სახელწოდებით "ნიკო-პოლკა", რომელიც ნიკოს გმირულ სამსახურს მიეძღვნა.

     1882 წელს ნიკო დადიანის დედა, მთავრინა ეკატერინე გარდაიცვალა, ნიკომ მისი მამული მემკვიდრეობით მიიღო და  ერთი ხელის მოსმით მთელ კავკასიაში უმდიდრესი მიწათმფლობელი გახდა. ამ პერიოდში იგი ქველმოქმედებით დაინტერესდა. 1885 წელს ნიკომ თავისი პირადი ბიბლიოთეკა “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას” გადასცა, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაშია დაცული. ნიკომ რამდენიმე სკოლა და კლინიკა გახსნა, რომლებიც სამეგრელოს უქონელ მოსახლეობას ემსახურებოდა და ქართული ენის შენარჩუნებას უწყობდა ხელს, რადგან რეგიონში რუსული ენა როგორც საერთო სალაპარაკო ენა სულ უფრო დომინირებდა. ამასთანავე, ტარდებოდა პოლიტიკა, რომელიც საქართველოს რუსეთთან კულტურულ ინტეგრაციას უწყობდა ხელს.

    1886 წელს რუსეთის იმპერატორმა  ალექსანდრე III ბულგარეთის მმართველი პრინცი ალექსანდერ ფონ ბატენბერგის გადადგომის გამო, ნიკო დადიანი ბულგარეთის მთავრის კანდიდატად წამოაყენა.

     ნიკო დადიანი  1903 წლის 23 იანვარს სანკტ-პეტერბურგში გარდაიცვალა. მისი ნეშტი მარტვილის ეკლესიაში გადაიტანეს და დაკრძალეს. ნიკოს სიკვდილს სამეგრელო დიდი გლოვითა და მწუხარებით შეხვდა. იგი მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე  ხალხში პოპულარულ პიროვნებად ითვლებოდა და მისი ხსოვნის პატივსაცემად სამეგრელოს მრავალ დაბასა თუ სოფელში სამგლოვიარო ცერემონიები ჩატარდა.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, დამფუძნებელი წევრი (1879-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების საპატიო წევრი (1885-)

Contacts Information

  • Home
    Address:სანკტ–პეტერბურგი

Share: