The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ბარბარე მიხეილის ასული ამირაჯიბი (კნეინა)

ბარბარე მიხეილის ასული ამირაჯიბი
ოფიციალური სახელი:ბარბარე ამირეჯიბი
დაბადების თარიღი:1872
გარდაცვ. თარიღი:1939  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

     ბარბარე ამირაჯიბი დაიბადა 1872 წელს იმ დროისათვის მეტად ცნობილი პიროვნების, რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილე სახელგანთქმული გენერალ-ლეიტენანტის მიხეილ ქაიხოსროს ძე ამირაჯიბის ოჯახში. დედამისი, სოფიო ვასილის ასული ამირაჯიბი (ქალიშვილობის გვარი არგუტინსკაია-დოლგორუკოვა) საზოგადო მოღვაწე და პოეტი ქალბატონი გახლდათ.  მის კალამს ეკუთვნის ქართველი პოეტების ნაწარმოებთა შესანიშნავი თარგმანები რუსულ ენაზე. იგი გახლდათ პროფესორ კონსტანტინე ამირაჯიბის და. დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია. დიდი ხნის განმავლობაში თბილისის კონსერვატორიაში მუშაობდა და ითვლებოდა საუკეთესო პედაგოგად, ეწეოდა საკომპოზიციო მოღვაწეობასაც.

    ამირაჯიბების ოჯახს ხშირად სტუმრობდა გამოჩენილი მხატვარი ვალენტინ სეროვი. დიდ ფერმწერს ტილოც დაუხატავს "ვარვარა როიალთან", რომელსაც ერთ-ერთ პრესტიჟულ გამოფენაზე მედალიც დაუმსახურებია.

    ბარბარე ამირაჯიბი გარდაიცვალა 1939 წელს და დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გორის განყოფილების დამახმარე წევრი (1902-1904)

გააზიარე: