The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



სოფიო ვასილის ასული ამირეჯიბი (კნეინა)

სოფიო ვასილის ასული ამირეჯიბი
ოფიციალური სახელი:სოფიო ვასილის ასული არღუთინსკაია-დოლგორუკოვა
დაბადების თარიღი:1 ოქტომბერი, 1847
გარდაცვ. თარიღი:14 ივნისი, 1906  (58 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი

ბიოგრაფია

    სოფიო ამირაჯიბი (ქალიშვილობის გვარი არღუთინსკაია-დოლგორუკოვა) დაიბადა  1847 წელს წარჩინებული თბილისელი სომხის, ვასილ ართუთინსკის ოჯახში. ამ ძირძველ ქალაქელებს, თავადობაც ქართველთაგან ჰქონდათ მიღებული და ამიტომ არღუთაშვილებად იწოდებოდნენ.

     პირველდაწყებითი განათლება სოფიომ შინ მიიღო. შემდეგ ფაბრის პანსიონში მიაბარეს, მაგრამ მამის ახირების გამო წლინახევრის შემდეგ სასწავლებლიდან გამოიყვანეს და იძულებული შეიქმნა თვითგანათლებისთვის მიეყო ხელი. სოფიო ადრე გაათხოვეს. იგი გახლდათ იმ დროისათვის მეტად ცნობილი პიროვნების, რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილე სახელგანთქმული გენერალ-ლეიტენანტის მიხეილ ქაიხოსროს ძე ამირაჯიბის მეუღლე. მიხეილ ამირაჯიბი მეტად პროგრესულად მოაზროვნე პიროვნება იყო, რომელიც თავგამოდებით იბრძოდა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. აღსანიშნავია, რომ ამირაჯიბების ოჯახში სამი ბავშვი აღიზარდა: ანასტასია, ბარბარე და კონსტანტინე და სამივემ მეტნაკლებად საპატიო ადგილი დაიკავა ქართული კულტურის ისტორიაში.

    მართალია სოფიო ამირაჯიბს კლასიკური განათლება არ მიუღია, მაგრამ სიბეჯითემ და წიგნის სიყვარულმა თავისი გაიტანა. იგი კარგად იცნობდა მსოფლიო ლიტერატურას, ფლობდა ქართულ, რუსულ, ფრანგულ და სხვა ენებს. სოფიო საზოგადო მოღვაწე და პოეტი ქალბატონი გახლდათ.  მის კალამს ეკუთვნის XIX საუკუნის ქართველი პოეტების ნაწარმოებთა შესანიშნავი თარგმანები რუსულ ენაზე. მის მიერ რუსულადაა თარგმნილი ნიკოლოზ ბარათაშვილის, გრიგოლ, ვახტანგ და ნინო ორბელიანების, მიხეილ თუმანიშვილის, ილია ჭავჭავაძის, რაფიელ ერისთავის, მამია გურიელის, აკაკი წერეთლის, ვაჟა–ფშაველას, შიო არაგვისპირელის, იროდიონ ევდოშვილის, განდეგილის (დომინიკა ერისთავი), ია ეკალაძის და სხვათა ნაწარმოებები. ეს თარგმანები იბეჭდებოდა "კავკაზსკი ვესტნიკში", "არგონავტში", "ნოვოე ობოზრენიეში", "ტიფლისსკი ლისტოკში" და სხვა პერიოდულ გამოცემებში.

    1909 წელს მოსკოვში დაიბეჭდა  "ქართველი პოეტების ლექსების კრებული" (Сборник стихов грузинских поэтов) ალექსანდრე ხახანაშვილის მცირე წინასიტყვაობით, რომელშიც შეტანილია ჩამოთვლილ პოეტთა ნაწარმოებების მისეული თარგმანები სურათებითა და ბიოგრაფიულ–ბიბლიოგრაფიული ცნობებით.

    სიცოცხლის უკანასკნელი წლები სოფიო ამირაჯიბმა მოსკოვში გაატარა. მის სახლში არბატზე ხშირად იყრიდნენ თავს ხელოვნებისა და ლიტერატურის გამოჩენილი მოღვაწეები. მათ შორის, პეტრე ჩაიკოვსკის ძმა მოდესტი, რუსული თეატრის მშვენება მარია ერმოლოვა, ანასტასია ამირაჯიბის პედაგოგი ხატვაში ვალენტინ სეროვი და სხვები.

    სოფიო  ქველმოქმედი ქალბატონი იყო. იგი ყველანაირად ეხმარებოდა ნიჭიერ ახალგაზრდებს და ხელს უწყობდა მათ უმაღლესი განათლების მიღების საქმეში. ყველა ამ ღირსების გამო სოფიო ამირაჯიბი  გულწრფელი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა პროგრესულ ქართველ საზოგადოებაში.

   სოფიო ამირაჯიბი გარდაიცვალა 1906 წელს მოსკოვში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-1906)

ბიბლიოგრაფია

  • "მამულიშვილთა სავანე" : ზაურ ბაბუნაშვილი, თეიმურაზ ნოზაძე. - თბილისი, სერვანტესის საზოგადოება, გამომცემლობა "ირმისა", 1994. - გვ. 59

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი

გააზიარე: