თამარ ასლანის ასული გეგეჭკორი (კნეინა)
Legal name: | თამარ ასლანის ასული გელოვანი |
Date of birth: | 1893 |
Date of death: | 1977 (at 84 years) |
Burial location: | თბილისი |
Category: | Educator, Public Figure |
Biography
თამარ გელოვანი დაიბადა 1893 წელს ქუთაისში. დაამთავრა წმინდა ნინოს სახელობის ქუთაისის ქალთა გიმნაზია. გათხოვდა რა თავად ვლადიმერ გიორგის ძე გეგეჭკორზე, საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ ბაქოში, სადაც დაწყებით სკოლაში პედაგოგად მუშაობდა. ცოლ–ქმარი აქტიურად მონაწილეობდა ბაქოს თეატრის სპექტაკლებში. 1915 წლიდა თამარი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ბაქოს განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ თამარ გელოვანმა დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი რუსული ენისა და ლიტერატურის განხრით. იგი იყო საქართველოს დამსახურებული პედაგოგი, დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენით. თამარ გელოვანი–გეგეჭკორი გახლდათ საქართველოს სახალხო არტისტების მერაბ და გოგი გეგეჭკორების დედა. გარდაიცვალა 1977 წელს და დაკრძალულია თბილისში.
Member of Organizations
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბაქოს განყოფილების წევრი (1915-)
Awards and Honors
- საქართველოს დამსახურებული პედაგოგი,
- ლენინის ორდენი