The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



მიტროპოლიტი დავითი (ალავერდელი)

მიტროპოლიტი დავითი (ალავერდელი)
ოფიციალური სახელი:ექვთიმე ოქროპირის ძე კაჭახიძე
დაბადების თარიღი:15 ოქტომბერი, 1872
გარდაცვ. თარიღი:19 მარტი, 1935  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქუთაისი, პეტრე-პავლეს სახელობის ტაძრის სამხრეთ კარიბჭე
კატეგორია:პედაგოგი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   მიტროპოლიტი დავითი (ერისკაცობაში ექვთიმე ოქროპირის ძე კაჭახიძე) დაიბადა 1872 წლის 15 ოქტომბერს იმერეთში, მღვდლის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიიღო, შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ  ყაზანის სასულიერო აკადემიაში ჩააბარა, სადაც მე-3 კურსზე ბერად აღიკვეცა.

   1897 წელს იეროდიაკონად იქნა ხელდასმული, ხოლო 1898 წელს მღვდელ-მონაზონად.

   1899 წელს ყაზანის სასულიერო აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაამთავრა.

   1899 წლიდან, სამშობლოში დაბრუნებული მამა დავითი, ქრისტიანობის აღმადგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორად მუშაობდა. სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად, სენაკის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწედ, პერმის გუბერნიის სოლიკამსკის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად, ვიტებსკის გუბერნიის ქალაქ პოლოცკაში და ნოვოჩერკასკის სემინარიაში იგივე თანამდებობებზე და ვიტებსკის სასულიერო სემინარიის რექტორად.

   1905 წლიდან დავითი არქიმანდრიტის ხარისხში იქნა აყვანილი.

   1907 წელს ხელდასხმულ იქნა ალავერდის ეპისკოპოსად. 1912 წლიდან სოხუმის ეპისკოპოსია და იმავე წელს, საქართველოს ეგზარქოს ინოკენტის მიერ, გადასახლებული იქნა საქართველოდან და პიატიგორსკის ეპისკოპოსად დაინიშნა, ხოლო 1914 წლიდან ვინიცკის ქორეპისკოპოსია.

   1909 წლიდან მამა დავითი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თელავის განყოფილების წევრი, ხოლო 1910 წლიდან ამავე საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრი.

    1917 წელს, სამშობლოში დაბრუნებული ეპისკოპოსი დავითი, საქართველოს საეკლესიო კრებამ  ურბნისის ეპისკოპოსად დაადგინა და 1919 წელს არჩეულ იქნა საკათოლიკოსო საბჭოს წევრად.

    1921 წელს ეპისკოპოსი დავითი გადაჰყავთ ჯერ ჭყონდიდის, ხოლო 1923 წელს ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში.

    1924 წელს ეპისკოპოსი ალავერდის კათედრაზე დაადგინეს, შემდეგ კი ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმთავრად.

    1926 წელს, თანახმად ქუთაისის საეპარქიოს დადგენილებისა, ეპისკოპოსი დავითი მიტროპოლიტის ხარისხში იქნა აყვანილი.

    1927 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დაინიშნა.

   1930 წელს ბათუმ-შემოქმედის მღვდელმთავრად გადაიყვანეს და სინოდმა სარტყულაზე ჯვრით დააჯილდოვა.

   მიტროპოლიტი დავითი ცნობილი იყო, როგორც სამშობლოს მოყვარული მოძღვარი, მოზარდ თაობაზე მზრუნველი, ქვეყნის გარუსების წინააღმდეგი და ცარიზმის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი მღვდელმთავარი.

    მიტროპოლიტი დავითი გარდაიცვალა 1935 წლის 19 მარტს ქუთაისში და დაკრძალულია ქუთაისის პეტრე-პავლეს სახელობის ტაძრის სამხრეთ კარიბჭესთან.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების წევრი (1909-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრი (1910-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1932 - სინოდმა სარტყულაზე ჯვრით დააჯილდოვა

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: