The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



კონსტანტინე ალექსანდრეს ძე დათაძე (დეკანოზი)

კონსტანტინე ალექსანდრეს ძე დათაძე
დაბადების თარიღი:1873
გარდაცვ. თარიღი:1942  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

    კონსტანტინე დათაძე დაიბადა 1873 წელს ქალაქ გორში.

   1890 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც 1896 წელს მეორე ხარისხის დიპლომით დაამთავრა.

   1896 წელს გორის სასულიერო სასწავლებელში ქართული გალობის მასწავლებლად დაინიშნა.

   1901 წელს დიაკვნად აკურთხეს, ამავე წელს მღვდლად დაასხეს ხელი და შილდის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში განამწესეს.

   1902 წელს სამხედრო უწყების განკარგულებაში გადავიდა და ახტინის სამხედრო ეკლესიაში განამწესეს.

   1904 წელს ქუთაისში მდგარი კურინის 79-ე ფეხოსანი პოლკის სამხედრო ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

   1908 წელს სკუფია უბოძეს.

   1911 წლიდან მამა კონსტანტინე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   1915 წელს მახვილებით შემკული წმინდა ანას III ხარისხის ორდენი ეწყალობა, წარწერით - "1912 წელს სპარსეთში ჩადენილი საბრძოლო მამაცობისთვის".

   1915 წელს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

   1916 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო და ამავე წელს მეორე სამკერდე ოქროს ჯვრით იმპერატორის კაბინეტიდან წმინდა გიორგის ლენტით.

   პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და აწყურის ეპარქიაში, აფნია-გოგაშენის სამრევლოში მსახურობდა.

   მე-20 საუკუნის 10-იანი წლების ბოლოს დეკანოზის წოდება მიენიჭა.

   1923 წელს კვლავ იხსენიება აფნია-გოგაშენის ეკლესიის წინამძღვრად.

   დეკანოზი კონსტანტინე გარდაიცვალა 1942 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1911-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1916 - სამკერდე ოქროს ჯვარი იმპერატორის კაბინეტიდან წმინდა გიორგის ლენტით
  • 1916 - სამკერდე ოქროს ჯვარი
  • 1915 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1915 - მახვილებით შემკული წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
    წარწერით - "1912 წელს სპარსეთში ჩადენილი საბრძოლო მამაცობისთვის"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: