შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
იოსებ ანტონის ძე დუმბაძე![]()
ბიოგრაფიაიოსებ დუმბაძე დაიბადა 1865 წლის 3 იანვარს (ძვ. სტ.) გურიის მაზრის სოფელ შემოქმედში ცნობილი ლოტბარისა და მგალობლის ანტონ დუმბაძის ოჯახში. აზნაური ანტონ ნიკოლოზის ძე დუმბაძე (1824–1907) ამავე დროს იყო პოლიციის პორუჩიკი, რუსეთ–თურქეთის 1877–1878 წლების ომის მონაწილე და გურიის მილიციის (სახალხო რაზმის) ასეულის უფროსი. დედა ნაკაშიძის ქალი გახლდათ. იოსებმა განათლება თბილისის კადეტთა კორპუსში მიიღო. დაამთავრა ალექსანდროვსკის მე-3 სამხედრო სასწავლებელი და 1882 წლიდან სამხედრო სამსახურს შეუდგა. 1884 წელს იოსებ დუმბაძე პოდპორუჩიკის წოდებით ყარსი-ალექსანდროვსკის კორპუსში ჩაირიცხა, ხოლო 1888 წელს პორუჩიკის წოდება მიიღო. 1894 წელს მიიღო შტაბსკაპიტნის, 1898 წელს კაპიტნის, ხოლო 1904 წელს პოდპოლკოვნიკის ჩინები. იოსებ დუმბაძე მონაწილეობდა 1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიის ომში. იყო ვლადივოსტოკის ციხე-სიმაგრის პირველი საარტილერიო ბრიგადის მეთაური. იოსებმა ომის შემდეგ დაასრულა ოფიცერთა საარტილერიო სკოლა და 1908 წელს მიიღო პოლკოვნიკის, 1912 წელს გენერლის, ხოლო 1914 წელს გენერალ მაიორის წოდება. იოსებ დუმბაძე გარდაიცვალა 1917 წელს. დაკრძალვის ადგილი უცნობია. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |