შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ნიკოლოზ ანტონის ძე დუმბაძე![]()
ბიოგრაფიანიკოლოზ დუმბაძე დაიბადა 1854 წლის 10 ივლისს (ძვ. სტ.) გურიის მაზრის სოფელ შემოქმედში ცნობილი ლოტბარისა და მგალობლის ანტონ დუმბაძის ოჯახში. აზნაური ანტონ ნიკოლოზის ძე დუმბაძე (1824–1907) ამავე დროს იყო პოლიციის პორუჩიკი, რუსეთ–თურქეთის 1877–1878 წლების ომის მონაწილე და გურიის მილიციის (სახალხო რაზმის) ასეულის უფროსი. დედა ნაკაშიძის ქალი გახლდათ. ნიკოლოზ დუმბაძე იყო რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. იგი გახლდათ ბათუმის მიხეილის ციხე-სიმაგრის არტილერიის ბატალიონის მეთაური. 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის მონაწილე. 1896 წელს პოლკოვნიკის, ხოლო 1906 წლიდან გენერალ-მაიორის ჩინი მიანიჭეს. 1911 წლიდან ნიკოლოზი ხელმძღვანელობდა მე-3 გრენადერთა დივიზიის პირველ ბრიგადას. ნიკოლოზ დუმბაძე 1927 წლის 9 მარტს გარდაიცვალა პარიზში და დაკრძალულია ახალი ბულონის სასაფლაოზე. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |