The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ტიტე იულონის ძე ართმელიძე (გენერალ–მაიორი)

ტიტე იულონის ძე ართმელიძე
ოფიციალური სახელი:დავით იულონის ძე ართმელაძე
დაბადების თარიღი:1 თებერვალი, 1865
გარდაცვ. თარიღი:1928  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

    ტიტე ართმელიძე დაიბადა 1865 წელს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ქვიანში. დაამთავრა თბილისის სამხედრო სასწავლებელი.

    1904–1905 წლებში მონაწილეობდა  რუსეთ–იაპონიის ომში. იყო ელისავეტპოლის 156–ე ქვეითთა პოლკის ოფიცერი. 1918–1921 წლებში მსახურობდა ქართულ არმიაში.

    1917 წლიდან მიიღო გენერალ–მაიორის ჩინი.

     ჯარისკაცთა უნივერსიტეტის დამაარსებელი ქუთაისში, ფოთსა და ოზურგეთში ("თეატრი და ცხოვრება". – 1919 წ., N 9)

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1913-)

გააზიარე: