შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
გიორგი პავლეს ძე არჯევანიძე![]()
ბიოგრაფიაგიორგი არჯევანიძე დაიბადა 1863 წელს სიღნაღში. დაამთავრა პეტროვსკ-პოლტავის სამხედრო გიმნაზია. 1881 წლიდან იყო რუსეთის იმპერიის სამხედრო სამსახურში. 1905 წლის აგვისტოდან მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში. I მსოფლიო ომის დროს თავი გამოიჩინა კავკასიის ფრონტზე. მონაწილეობდა არზრუმის ციხე–სიმაგრის აღებაში, ხელმძღვანელობდა კუპდაღის გადასასვლელისათვის ბრძოლას. გიორგი არჯევანიძემ 1892-1922 წლებში მონაწილეობა მიიღო თბილისში გამართულ სამ საჭადრაკო ტურნირში. მოგონებებში მიხეილ ვადბოლსკი მასზე წერდა: - "მოხუცი გენერალი არჯევანიძე". 1910 წლიდან მას მინიჭებული ჰქონდა პოლკოვნიკის ჩინი, ხოლო 1916 წლიდან გენერალ–მაიორის. 1910 წლიდან გიორგი არჯევანიძე იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი. 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ არმიაში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ შევიდა წითელი არმიის რიგებში. 1921 წლიდან იყო ქართული წითელი არმიის სარდლის განსაკუთრებულ დავალებათა შემსრულებელი, 1922 წლის მაისიდან კი გაერთიანებული ქართული სამხედრო სკოლის, ხოლო 1927 წლის სექტემბრიდან ამიერკავკასიის ქვეითთა სკოლის პედაგოგი. 1928 წლის იანვრიდან გავიდა პენსიაზე და იყო პერსონალური პენსიონერი. 1940 წელს გიორგი არჯევანიძე გარდაიცვალა თბილისში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |