The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



მარიამ კონსტანტინეს ასული ელიოზიშვილი

მარიამ კონსტანტინეს ასული ელიოზიშვილი
ოფიციალური სახელი:მარიამ (მართა) კონსტანტინეს ასული ერისთავი
დაბადების თარიღი:1883
გარდაცვ. თარიღი:1978  (95 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქალაქი გორი
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი

ბიოგრაფია

    მარიამ ერისთავი დაიბადა მეჯვრისხევში კონსტანტინე ერისთავისა და ალექსანდრა (საშა) წერეთლის ოჯახში. დაამთავრა ნიკოლოზ I ამიერკავკასიის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი. 

   მარიამ ერისთავი ცოლად გაჰყვა დამსახურებულ ექიმს კონსტანტინე ელიოზიშვილს. ფლობდა არა ერთ ევროპულ ენას. იყო ქველმოქმედი, დიდი დახმარება გაუწია ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას საზოგადოება “მანდილოსანის” დაარსებაში. ეს საზოგადოება ხელმოკლე ოჯახებსა და ქვრივებს ეხმარებოდა.

   მარიამ ერისთავი ელიოზიშვილისა გარდაიცვალა თბილისში 1978 წელს და დაკრძალულია ქალაქ გორში, მეუღლის გვერდით.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1911-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გორის განყოფილების წევრი (1910-1911)

გააზიარე: