შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ანდრია მიხეილის ძე ერისთავი![]()
ბიოგრაფიაანდრია ერისთავი დაიბადა 1855 წელს მიხეილ ერისთავისა და ელისაბედ დადიანის ოჯახში. საშუალო განათლება სანკტ-პეტერბურგის ბიჩკოვის კერძო გიმნაზიაში მიიღო და უმაღლესი განათლების მისაღებად სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველებისა და ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, სადაც ოთხი წელი სწავლობდა და საბოლოო გამოცდები, ავადმყოფობის გამო, ვერ ჩააბარა. სტუდენტობის დროს ეჭვმიტანილი იყო რევოლუციურ საქმიანობაში და საქართველოში ცარიზმის წინააღმდეგ პროპაგანდაში. გარკვეული პერიოდი რუსული პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ მტკიცებულებების არარსებობის გამო ბრალდება მოეხსნა. 1879 წელს ანდრია ერისთავი სამშობლოში დაბრუნდა და გურიაში მამის მეურნეობას ჩაუდგა სათავეში. ავრცელებდა ჩაის კულტივირებას, აქვეყნებდა სამეცნიერო-კვლევით ნაშრომებს აგრონომიის საკითხებში და მონაწილეობდა სასოფლო-სამეურნეო კონკურსებში. 1889-1898 წლებში მომრიგებლად მუშაობდა ქუთაისის გუბერნიაში, ხოლო შემდეგ ფოთსა და ქუთაისში საკრედიტო საზოგადოებას ხელმძღვანელობდა. 1900 წელს ანდრია ერისთავი ქუთაისის საოლქო სასამართლოს საპატიო მომრიგებელ მოსამართლედ დაინიშნა. იგი გახლდათ კავკასიის სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ინიციატორი. 1907 წელს საცხოვრებლად პეტერბურგში გადასახლდა. 1909-19015 წლებში არჩეული იქნა სახელმწიფო საბჭოს წევრად, ხოლო 1917 წელს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საადგილმამულო კრების წევრად. ანდრია ერისთავი ავტორია გამოუქვეყნებელი მოგონებებისა - „ისტორიული სურათები რუსული რევოლუციის ეპოქიდან, თვითმხილველის შთაბეჭდილებები და აზრები“, რომელიც დაცულია ამსტერდამის სოციალური ისტორიის ინსტიტუტის არქივში. 1920 წლიდან ანდრია ერისთავი ცხოვრობდა საფრანგეთში. დაქორწინებული იყო მარიამ მელიტონის ასულ დადიანზე და ჰყავდა ოთხი შვილი: ელისაბედი, ლეონიდე, ელენე და ნინო. ანდრია ერისთავი გარდაიცვალა 1932 წლის 16 იანვარს და დაკრძალულია პარიზის მახლობლად სენ-ჟენევიევ-დებუას სასაფლაოზე. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |