| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ზაქარია გიორგის ძე ერისთავი (თავადი)![]()
ბიოგრაფიაზაქარია ერისთავი დაიბადა სოფელ ოძისში, 1832 წლის შეთქმულების მონაწილე გიორგი რომანოზის ძე ერისთავისა და ანა არღუთინსკაია-დოლგორუკოვას ოჯახში. 1860 წელს ზაქარია ერისთავმა დუშეთში კოოპერატივი გახსნა, ხოლო 1873 წელს მშობლიურ სოფელში პირველი სასოფლო ბანკი გახსნა, საიდანაც გლეხს შეეძლო, საკუთარი მეურნეობის გასაუმჯობესებლად, სესხის გატანა. მისი მიზანი გლეხთა გაჭირვებული მდგომარეობის შემსუბუქება იყო. 1868 წელს თავადი ზაქარია გიორგის ძე ერისთავი გორის მაზრის IV განყოფილების მომრიგებელი შუამავლის კანდიდატის თანამდებობაზე დაინიშნა. ზაქარიამ, მამის ანდერძის თანახმად, სოფელ ოძისის მამული – 1000 დესეტინამდე მიწა, ორსართულიანი სახლი თავისი მოწყობილობით, ვენახი 30 დღიური, ხილის ბაღი 10 დღიური, 100 დღიურზე მეტი სარწყავი მინდორი, ტყე და საძოვარი, 3000 მანეთამდე წლიური შემოსავლით თავადაზნაურობას შესწირა სამეურნეო სასწავლებლის დასაარსებლად, რათა სოფლად კულტურული საქმიანობა დანერგილიყო. ამის თაობაზე მან თავადაზნაურობის კომისიისაგან დახმარების მიზნით ილია ჭავჭავაძესაც მიმართა. კომისიაც შეიკრიბა, რომელასაც თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურობის წინამძღოლი კონსტანტინე მუხრან-ბატონი უძღვებოდა, მაგრამ უშედეგოდ, რადგან მეფის ხელისუფლებამ დანაპირი არ განახორციელა. 1879 წლიდან ზაქარია ერისთავი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი. 1888 წელს ზაქარია ერისთავმა ოძისში სკოლის გასამართად ადგილობრივი მემამულისაგან მიწის ნაკვეთი შეისყიდა, რის შესახებაც გაზეთ "ივერიაში" ცნობა გამოქვეყნდა. ზაქარია ერისთავს ცოლად ჰყავდა გენერალ ლევან მელიქიშვილის ქალიშვილი სოფიო. შთამომავლობა არ დარჩენიათ. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
საკონტაქტო ინფორმაცია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

