The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



მიხეილ ბიძინას ძე ერისთავი (გენერალ–მაიორი)

მიხეილ ბიძინას ძე ერისთავი
Date of birth:23 February, 1827
Date of death:21 May, 1894  (at 67 years)
Burial location:თბილისი, კალოუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის საგვარეულო აკლდამა (ეკლესია დანგრეულია)
Category:Military Person

Biography

    მიხეილ ერისთავი, ქსნის ერისთავთა საგვარეულოდან,  დაიბადა 1827 წელს გორის მაზრის სოფელ კარალეთში.

    მიხეილ ერისთავი მონაწილეობდა ყირიმისა (1853–56) და რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) ომებში. 1867 წლიდან იყო თერგის კაზაკთა ჯარის 1-ლი ბრიგადის მოზდოკის პოლკის მეთაური. 1877 წლიდან რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი და ირიცხებოდა კავკასიის არმიის კავალერიაში. დაჯილდოებულია წმინდა ანას II ხარისხის ორდენით.

   1879 წლიდან მიხეილ ერისთავი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში. 

    მიხეილ ერისთავი გარდაიცვალა 1894 წელს და დაკრძალულია თბილისში, კალოუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის საგვარეულო აკლდამაში. 

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-)

Awards and Honors

  • წმინდა ანას II ხარისხის ორდენი

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი, გოლოვინის ქუჩა, მუხრანსკის სახლი

Share: