შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ტიხონ ალექსის ძე ასათიანი![]()
ბიოგრაფია1910 წელს ტიხონმა პავლე მეფისაშვილთან ერთად ქუთაისში გახსნა კინოთეატრი"რადიუმი". ასევე პავლესთან ერთად, მათ მთლიანად დააფინანსეს და ტექნიკურად უზრუნველყვეს ოპერატორი ვასილ ამაშუკელი, რომელმაც მაღალ მხატვრულ დონეზე აღბეჭდა ფირზე " აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში". ფილმის პრემიერა 1912 წლის 20 სექტემბერს ქუთაისში, ტიხონ ასათიანისა და პავლე მეფისაშვილის მფლობელობაში არსებულ კინოთეატრ "რადიუმში" გაიმართა. ჩვენებას აკაკიც დაესწრო, შეიკრიბა ნაღები საზოგადოება, უკრავდა კინოთეატრის ორკესტრიც... ფილმი აჩვენეს თბილისში, ჭიათურაში, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ბაქოსა და სტამბოლში, ასევე ფილმმა მოიარა რუსეთის იმპერიის დიდი ქალაქები, მაგრამ ფილმის დანახარჯმა ეტყობა მნიშვნელოვნად გადააჭარბა შემოსავალს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |