შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
გიორგი ალექსის ძე აღნიაშვილი (დეკანოზი)![]()
ბიოგრაფიაგიორგი აღნიაშვილი დაიბადა 1856 წელს. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1883 წელს მღვდლად დაასხეს ხელი. 1890 წელს სამხედრო უწყებაში გადავიდა და კავკასიის მსროლელთა ბატალიონის კაპელანად დაინიშნა. 1891 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1892 წლიდან კასპიისპირეთის მე-2 ბატალიონის კაპელანია. 1893 წელს ელიზავეტოპოლის გუბერნიაში, ელენდორფის დასახლებაში მდგარი N1 ლაბინის პოლკის ყუბანის კაზაკთა ეკლესიაში გადაიყვანეს. 1895 წელს კავკასიის მე-2 კაზაკთა დივიზიის ეკლესიის წინამძღვარია. 1904 წლიდან მამა გიორგი გახლავთ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში. 1905 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1908 წელს წმინდა ანას III ხარისხის ორდენი ეწყალობა. 1909 წელს წმ9ნდა სინოდმა მადლობის ფურცელი უბოძა. 1911 წლიდან აპშერონის 81-ე ფეხოსანი პოლკის კაპელანი და 21-ე ფეხოსანი დივიზიის მთავარხუცესია. 1915 წელს წმინდა ანას II ხარისხის ორდენი, ხოლო ამავე წლის 22 ოქტომბერს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1916 წელს ოქროს გამშვენებული ჯვრით წმინდა გიორგის ლენტით ე.ი.ვ. კაბინეტიდან უბოძეს. 1918 წელს სამშობლოში დაბრუნდა და ალავერდის ეპარქიაში, თელავის მაზრის მე-2 ოლქში, სოფელ შილდის სამრევლოში მსახურობდა. ც მამა გიორგი XX საუკუნის 20-იანი წლების პირველ ნახევარშიჯერ კიდევ მოქმედი მღვდელმსახურად მოიხსენიება. მისი შემდგომი ბედი უცნობია. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |