შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
იოანე დიმიტრის ძე აღნიაშვილი (დეკანოზი)![]()
ბიოგრაფიაიოანე აღნიაშვილი დაიბადა 1851 წელს თელავის მაზრის სოფელ შილდაში მღვდლის ოჯახში. 1871 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, სადაც ხუთი კურსი ისწავლა. 1876 წელს დიაკვნად აკურთხეს, ამავე წელს მღვდლად დაასხეს ხელი და სნოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1876 წელს, რუსეთ-თურქეთის ომის დროს, ლაგოდეხში მდგარი N163 ლენქორანის ფეხოსანი პოლკის მღვდელმსახურად დაინიშნა. 1879 წელს მოხისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში განამწესეს. 1882 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. ამავე წლიდან კოდის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1884 წლიდან არტაანის აღდგომის სახელობის ეკლესიაშია. 1890 წლიდან შილდის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 1891 წელს სკუფია უბოძეს. 1900 წელს წმინდა სინოდმა მადლობის ფურცელი სიგელის გარეშე უწყალობა. 1904 წელს კამილავკა ეწყალობა. 1913 წლიდან მამა იოანე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თელავის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩართული საზოგადოების საქმიანობაში. 1914 წელს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1918 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. თავისი მამა იოანე გარდაიცვალა 1920 წლის 12 ოქტომბერს და მისივე ანდერძის თანახმად შილდის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ეზოში დაკრძალეს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |