The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



დიმიტრი თომას ძე ახვლედიანი

დიმიტრი თომას ძე ახვლედიანი
Other name:А. А-ни  (Pseudonym)
Д – .  (Pseudonym)
დ. ახ.  (Pseudonym)
Date of birth:2 August, 1866
Date of death:1951  (at 84 years)
Category:Medical Doctor, Writer, Publicist, Military Person

Biography

   დიმიტრი ახვლედიანი დაიბადა 1866 წელს ლეჩხუმის მაზრის სოფელ ნასპერში. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და სწავლა განაგრძო ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. ამის შემდეგ პეტერბურგში გაემგზავრა და უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სწავლის პერიოდში სტუდენტების გაფიცვაში მონაწილეობისათვის  უნივერსიტეტიდან გარიცხეს და პოლიციის ზედამხედველობაც მიუჩინეს, რის ასაცილებლად სამხედრო უწყებაში შევიდა და ბოლომდე იქვე დარჩა.

   1896 წელს დიმიტრი ახვლედიანმა დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინი აკადემია. 

   1904 წლიდან დიმიტრი ახვლედიანი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩართული საზოგადოების მუშაობაში.

   1907 წელს მიიღო ექიმის ხარისხი და იმავე წელს კახეთში დაიწყო მუშაობა. იგი გახლდათ ცნობილი თერაპევტი და ტროპიკოლოგი. სხვადასხვა დროს დიმიტრი ახვლედიანი მუშაობდა სამხედრო ექიმად მანჯურიაში, თბილისის ჰოსპიტალში, გახლდათ თბილისის მიხეილის საავადმყოფოს ორგანიზატორი, რკინიგზის პოლიკლინიკის ექიმი.

    პროფესიული საქმიანობის პარალელურად დიმიტრი აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში. აქვეყნებდა სამეცნიერო წერილებსა და გამოკვლევებს, რომლებსაც ხალხისთვის გასაგები ენით წერდა. ყოველგვარი პარტიულობის გარეშე, მამულიშვილური გრძნობით გაჟღენთილი და მეცნიერებით აღჭურვილი, მუდამ სამშობლოს აღორძინებაზე ფიქრობდა და ცდილობდა, რაც სამეცნიერო გზით შეიძინა, სამშობლო ქვეყნისათვის გაეზიარებინა. თავის ნაშრომებს, სახელ­გვარის გარდა, ფსევდონიმებსაც აწერდა. 

   დიმიტრი ახვლედიანის მეუღლე იყო ელისაბედ ერისთავი. მათ ჰყავდათ ოთხი შვილი: ელენე (ცნობილი მხატვარი), ნინო, გიორგი და მარიამი.

  დიმიტრი ახვლედიანი გარდაიცვალა 1951 წელს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1904-1911)

Bibliography


Share: