The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნიკოლოზ იაგორის ძე ზაგაშვილი

ნიკოლოზ იაგორის ძე ზაგაშვილი
დაბადების თარიღი:20 ივნისი, 1878
გარდაცვ. თარიღი:ივლისი, 1960  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვლადიკავკაზში
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

       დაიბადა 1878 წელს ყაზბეგის რაიონის სოფელი ცდოში. 1890 წელს, 12 წლისამ დატოვა მშობლიური სოფელი და საცხოვრებლად გადავიდა ვლადიკავკაზში, სადაც მეუნაგირეთა სახელოსნოში შეგირდად დაიწყო მუშაობა. დაოსტატების შემდეგ დამოუკიდებლად გახსნა თავისი საწარმო.  ცოლად შეირთო მარსაგიშვილის ქალი, რომელთანაც ჰყავდა ერთი ვაჟი – ვლადიმერი. ადრიანად დაქვრივებულმა ნიკოლოზმა ხელმეორედ იქორწინა ელისაბედ გიორგის ასულ ჩოფიკაშვილზე, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა: სტეფანე, ნადია, ალექსანდრე და ნინა.

     ნიკოლოზ ზაგაშვილს ჩრდილო კავკასიაში უნაგირების რამდენიმე სახელოსნო ჰქონდა და ხევში გავლენიან ადამიანად ითვლებოდა. იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრი. საბჭოთა ხელისუფლების პირობებში ოთხჯერ გააკულაკეს. 

     ნიკოლოზ ზაგაშვილი გარდაიცვალა 1960 წელს და დაკრძალულია ვლადიკავკაზში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების კავკავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1909-)

გააზიარე: