The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ილია ელეფთერის ძე ზურაბიშვილი

ილია ელეფთერის ძე ზურაბიშვილი
სხვა სახელი:ელეფთერიძე  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:18 მარტი, 1872
გარდაცვ. თარიღი:29 მარტი, 1955  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

    ილია ზურაბიშვილი დაიბადა 1872 წელს ყვარელში. აქვე დაამთავრა ორკლასიანი სასწავლებელი და უსახსრობის გამო სწავლა აღარ გაუგრძელებია. მიუხედავად ამისა, დიდი შრომისა და გარჯის ფასად, შესძლო სოლიდური თვითგანათლების მიღება.

    1890-1891 წლებში ილია ზურაბიშვილი თელავის სამაზრო სამმართველოში მუშაობდა, ხოლო შემდეგი ოთხი წელი გამომძიებლის საქმის მწარმოებლად მსახურობდა.

    1896-1899 წლებში თელავის სამაზრო სამმართველოში მდივნის თანაშემწედ გადაიყვანეს. თელავიში სამსახურის შემდეგ ზურაბიშვილი თბილისის ოლქის სამმართველოს სისხლის სამართლის საქმეთა განყოფილებაში მდივნის, თანაშემწისა და თარჯიმნის მოვალეობას ერთდროულად ასრულებდა.

    1903 წელს ილია ზურაბიშვილმა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მდივნის თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა. 1918 წელს წელს იგი საქართველოს ეროვნული საბჭოს კანცელარიის  გამგეობაში გამგის თანამდებობაზე იქნა არჩეული. 

    ილია ზურაბიშვილი განსაკუთრებულად კარგად იცნობდა ქართული და მსოფლიო კლასიკურ ლიტერატურას. მწერლობა ადრეულ ასაკში სცადა და 22 წლის ჭაბუკს გიორგი წერეთელმა გაზეთ „კვალში“ პირველი მოთხრობა - „სამშობლოს მსხვერპლი“ დაუბეჭდა.  მალე მისი ნაწარმოებები ილია ჭავჭავაძის „ივერიამაც“ გამოაქვეყნა. აქვე დაიბეჭდა მისი თეატრალური რეცენზიებიც.

    ილია ზურაბიშვილი ცნობილია, როგორც თეატრის შესანიშნავი კრიტიკოსი და მუსიკათმცოდნე. გარდა რეცენზიებისა მის კალამს ეკუთვნის ნარკვევები ქართული თეატრის კორიფეებზე, წერილები საოპერო თუ სიმფონიურ მუსიკაზე. მას  ეკუთვნის ნაშრომი : „ხალხის შემოქმედი გენია - ლეკური, კახური, მრავალჟამიერი, ურმული“ , ლიტერატურული პორტრეტები:  „ვანო სარაჯიშვილი“, „ზაქარია ფალიაშვილი“ და მონოგრაფია "ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“. ილია ზურაბიშვილმა დაგვიტოვა მოგონებები თავისი დროის ისეთ გამოჩენილ მოღვაწეებზე,  როგორიცაა ილია, აკაკი და სხვა. მას ეკუთვნის  მოთხრობები: "გაროზგილი" და "ორი მონადირე".

    ილია ზურაბიშვილი საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე რევოლუციური კომიტეტის საქმეთა სამმართველოში კანცელარიის უფროსად დანიშნეს, ხოლო 1921 წლიდან საკანონმდებლო განყოფილების გამგედ.

    ილია ზურაბიშვილი გარდაიცვალა 1955 წლის 29 მარტს თბილისში და დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნული საბჭო, მდივანი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1904-1911)

ბიბლიოგრაფია

  • "მამულიშვილთა სავანე" : ზურაბ ბაბუნაშვილი, თეიმურაზ ნოზაძე. - თბილისი, სერვანტესის საზოგადოება, გამომცემლობა "ირმისა", 1994. - გვ. 160

გააზიარე: