The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



თამარ დავითის ასული ბაგრატიონ–გრუზინსკი

თამარ დავითის ასული ბაგრატიონ–გრუზინსკი
ოფიციალური სახელი:თამარ დავითის ასული ჭავჭავაძე
დაბადების თარიღი:24 იანვარი, 1852
გარდაცვ. თარიღი:1933  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მცხეთა, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი
კატეგორია:მთარგმნელი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

    თამარ ჭავჭავაძე დაიბადა 1852 წელს თბილისში, გენერალ დავით ჭავჭავაძისა და ანა ილიას ასული ბაგრატიონ-გრუზინსკაიას ოჯახში.

   1854 წელს, 2 წლის თამარი, 10 თვის განმავლობაში, ნათესავებთან ერთად დაღესტანში შამილის ტყვეობაში იმყოფებოდა. ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ იგი იზრდებოდა საუკეთესო პირობებში. შესანიშნავად უკრავდა და პოეზიისა და მხატვრობის ტრფიალი გახლდათ. იგი იყო საიმპერატორო კარის ფრეილინა, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დამფუძნებელი წევრი და სათავადაზნაურო გიმნაზიის მზრუნველთა კომიტეტის წევრი.

    თამარ ჭავჭავაძე ცოლად გაჰყვა ერეკლე II შვილიშვილს ირაკლი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონს და მათ შეეძინათ ორი ქალიშვილი: ელისაბედი და ეკატერინე. ირაკლი ბაგრატიონი გარდაიცვალა 1882 წელს და ოჯახის მთელი ტვირთი თამარს დააწვა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ თამარი ქალიშვილებთან ერთად საზღვარგარეთ გაემგზავრა. ორივე ქალიშვილს განათლება პარიზის კათოლიკურ მონასტერთან არსებულ ქალთა სასწავლებელში მიაღებინა. თამარი ცხოვრობდა პარიზში, დრეზდენში, რომში და საბოლოოდ ვენეციაში დასახლდა, სადაც ქართული ყოფა-ცხოვრების ამსახველი ექსპონატებით, საკუთარ ვილაში, ქართული კულტურის მუზეუმი მოაწყო და უცხოელებს თავისი ქვეყნის კულტურას აცნობდა. 1895 წელს იგი ქალიშვილეთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა.

   თამარ ჭავჭავაძე გარდაიცვალა 1933 წელს თბილისში და დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მეუღლის გვერდით.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი

გააზიარე: