შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ირაკლი კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი (მუხრანბატონი)![]()
ბიოგრაფიაირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი დაიბადა 1813 წელს კონსტანტინე მუხრანბატონისა და ხორეშან ზაალის ასული გურამიშვილის ოჯახში. ირაკლი ბაგრატიონი გახლდათ ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი - Действителный статский советник. მას ცოლად ჰყავდა ეკატერინე ივანეს ასული არგუტინსკაია–დოლგორუკოვა და შვილები: ბარბარე, სოფიო, ქეთევან, ალექსანდრე, თამარ, ლევან, გიორგი, მიხეილი. ცხოვრობდნენ სანკტ-პეტერბურგში. ირაკლი ბაგრატიონი გახლდათ ბაგრატიონთა სამეფო სახლის მუხრანელთა შტოს მეთაური, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ ეს წოდება გადავიდა მის შვილზე, ალექსანდრე ირაკლის ძე ბაგრატიონ-მუხრანელზე. ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი გარდაიცვალა 1892 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |