The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გიორგი ივანეს ძე ბადრიძე

გიორგი ივანეს ძე ბადრიძე
დაბადების თარიღი:16 მარტი, 1869
გარდაცვ. თარიღი:1 სექტემბერი, 1938  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქუთაისი
კატეგორია:ექიმი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    გიორგი ბადრიძე 1869 წელს დაიბადა ქ. ქუთაისში. საშუალო განათლება ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიიღო და სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, რომელიც 1894 წელს დაამთავრა. ორი წლის განმავლობაში მოსკოვის შინაგან სნეულებათა კლინიკის ორდინატორი იყო პროფესორ ნ. ფილატოვთან. 

   1896 წელს თბილისში დაბრუნდა და მიხეილის სახელობის საავადმყოფოში ორდინატორად დაიწყო მუშაობა. ორი წლის ნაყოფიერი მუშაობის შემდეგ ნახჩევანის მაზრის ექიმად გააგზავნეს, სადაც რამდენიმე წელი იმსახურა.

   1906 წლიდან დაბრუნდა ქუთაისში და პედიატრის რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს მოჰკიდა ხელი. იგი იყო ქუთაისის სამედიცინო–სამეცნიერო საზოგადოების ერთ-ერთი ფუძემდებელი და აქტიური წევრი, რეგულარულად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, ასწავლიდა სასკოლო ჰიგიენას ქართულ გიმნაზიაში, წმინდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიასა და სამედიცინო ტექნიკუმში. საბუნებისმეტყველო საგნებში ლექციებს კითხულობდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში.

   1913 წლიდან გიორგი ბადრიძე იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ქუთაისის განყოფილების წევრი. მისი თაოსნობით დასავლეთ საქართველოში გაიხსნა ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებები და თავშესაფრები. 

   გიორგი ბადრიძე აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან და ეწეოდა პუბლიცისტურ მოღვაწეობას. მედიცინის ისტორიის, ჰიგიენის, ფილოსოფიისა და სხვა საკითხებზე სამეცნიერო-პოპულარულ სტატიებს აქვეყნებდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: "მოამბე", "განთიადი", "ივერია", "დროება", "სამშობლო", "ჩვენი ქვეყანა" და სხვა.

    მე–20 საუკუნის დასაწყისში გიორგი ბადრიძემ მეცნიერული საფუძველი ჩაუყარა ბავშვის სნეულებათა დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და ინფექციურ დაავადებათა წინააღმდეგ პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარების საქმეს.

    გიორგი ბადრიძე გარდაიცვალა 1938 წელს და დაკრძალულია მშობლიურ ქუთაისში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1913-)
  • ქუთაისის სამედიცინო–სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:ქუთაისი

გააზიარე: