შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
სამსონ ბესარიონის ძე თოფურია![]()
ბიოგრაფიასამსონ თოფურია დაიბადა 1854 წლის 12 ივნისს აბაშის რაიონის სოფელ სეფიეთში ხელმოკლე აზნაურის ოჯახში. ადრეულ ასაკში დაობლებული ექვს წლამდე იზრდებოდა ახლო ნათესავ მელიტონ ნადარეიშვილთან, ხოლო შემდეგ აღსაზრდელად ქუთაისში წაიყვანეს ნათესავთან, ედუკი პეტრეს–ასულ თოფურია მაჭავარიანთან. მათ დიდი ყურადღება და გულისხმიერება გამოიჩინეს ნიჭიერი ბავშვის მიმართ. სამსონი ჯერ სოხუმის დაწყებით სკოლაში მიაბარეს, ხოლო შემდეგ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში შეიყვანეს, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სასწავლებლად ქალაქ ოდესაში გაემგზავრა, სადაც უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკუტეტზე ჩაირიცხა. ამის შემდეგ სწავლა ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე გააგრძელა. სამსონ თოფურიას პიროვნებით დაინტერესდა ქ. ხერსონის გუბერნიაში მცხოვრები (იმხანად საქართველოდან გადასახლებული) თავადი დადეშქელიანი, რომელმაც ნიჭიერ სტუდენტს სწავლის დამთავრებამდე გადიდებული სტიპენდია დაუნიშნა. 1885 წელს სამსონ თოფურიამ ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა და მიენიჭა ექიმის წოდება. ცოდნის გაღრმავების მიზნით, გერმანიაში ცნობილ პროფესორ ვირხოვთან გაემგზავრა, რომლის კლინიკებშიც წელიწადზე მეტ ხანს დაჰყო. გერმანიიდან სამსონ თოფურია შვეიცარიაში გაემგზავრა, რათა გაცნობოდა კლინიკური მედიცინის უკანასკნელ მიღწევებს, ახალ მეთოდებს, რენტგენთა და ფიზიოთერაპევტული მეთოდებით მკურნალობის დარგში. ჟენევიდან წამოსვლისას, მან თან წამოიღო კლინიკის შენობის გეგმა, იგი ოცნებობდა რომ სამშობლოშიც ააგებდა ასეთ სამკურნალოს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |