The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ამბაკო თოფურიძე (დეკანოზი)

ამბაკო თოფურიძე
დაბადების თარიღი:27 ივნისი, 1868  (155 წლის)
გარდაცვ. თარიღი:193?
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

    ამბაკო თოფურიძე დაიბადა 1848 წლის 27 ივნისს გლეხის ოჯახში. წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა, ხოლო შემდეგ სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა.

    1870 წელს, სამეგრელოს ეპისკოპოსმა ტარასიმ (ელიავა), კაპანის სამრევლოს მედავითნედ და სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დანიშნა.

     1880 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა და აჭანდარას სამრევლოში განამწესა. მამა ამბაკოს აქაც მასწავლებლობა შეუთავსეს.

    1883 წელს მეუფე გაბრიელმა მღვდლად დაასხა ხელი და პიცუნდის ოლქის, სოფელ მაზუხის წმინდა გიორგის ტაძარში მღვდლად გააგზავნა. მამა ამბაკომ მაზუხში თავისი ხარჯებით გახსნა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, სადაც ბავშვებს თავადვე უსასყიდლოდ ასწავლიდა.

    1886 წელს საგვერდულით დაჯილდოვეს.

    1890 წელს კოდორის მხარეში, სოფელ შუაწყლის სამრევლოში გადაიყვანეს, ამავე სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დანიშნეს და სკუფია უბოძეს, ხოლო 1896 წელს კამილავკა ეწყალობა.

    1898 წელს, 200 აფხაზის გაქრისტიანებისათვის, წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1910 წელს სამკერდე ოქროს ჯვრით დააჯილდოეს.

    1920 წელს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ამბროსიმ (ხელაია) დეკანოზის წოდება მიანიჭა.

    1921 წელს პოლტავის ქართულ სამრევლოში გადაიყვანეს და წებელდას ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს.

    1926 წელს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) ენქერით დააჯილდოვა.

    1932 წელს მიხაილოვოს სამრევლოში განამწესეს.

    1934 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დროებით თავი დაანება სამსახურს.

    1935 წელს, კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით, ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის, სოფელ დაგვის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.

    ამბაკო თოფურიძის ცხოვრების შემდგომი ბედი უცნობია.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სოხუმის განყოფილების წევრი (1912-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1910 - სამკერდე ოქროს ჯვარი
  • 1898 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
    200 აფხაზის გაქრისტიანებისათვის

გააზიარე: