The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



რაჟდენ ივანეს ძე ნანეიშვილი

რაჟდენ ივანეს ძე ნანეიშვილი
დაბადების თარიღი:1883
გარდაცვ. თარიღი:1939  (56 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სამტრედია
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

    რაჟდენ ნანეიშვილი დაიბადა 1883 წელს სამტრედიის რაიონის სოფელ ნაფაღაურში.

    1908 წელს დაამთავრა ესტონეთში ტარტუს (Дерпт, Юрьев) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და ეწეოდა საექიმო საქმიანობას მშობლიურ სამტრედიაში. იყო ცნობილი მეან-გინეკოლოგი, საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი.

     1014-1018 წლებში იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში გერმანიისა და კავკასიის ფრონტებზე. 1918 წელს ფრონტიდან დაბრუნებული ინიშნება სამტრედიის მთავარ სანიტარულ ექიმად.

     რაჟდენ ნანეიშვილი, გარდა პროფესიული საქმიანობისა, აქტიურად იყო ჩაბმული ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1912 წლიდან იგი იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სამტრედიის განყოფილების წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი. 

    1921 წელს ქ. სამტრედიაში ჩამოაყალიბა ამბულატორია და საავადმყოფო 25 საწოლზე სამეანო-გინეკოლოგიური სამსახურით, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა. 1921–1930 წლებში იყო სამტრედიის საავადმყოფოს მთავარი ექიმი, ხოლო 1930-1939 წლებში ამბულატორიის მთავარი ექიმი.

    მრავალმხრივი განათლებისა და ფასეულობების მქონე რაჟდენ ნანეიშვილი აქტიურად მონაწილეობდა მშობლიური კუთხის კულტურულ საქმიანობაში. იგი სათავეში ედგა სამტრედიის მუსიკალურ საზოგადოებას, ხოლო 1923 წელს მისი თაოსნობით ქალაქში გაიხსნა სამუსიკო სასწავლებელი. მისი აქტიური მონაწილეობითა და პირადი შენატანებით შეიქმნა სამტრედიის „სახალხო ბიბლიოთეკა“.

    1920 წელს განახორციელა ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინეს“ დადგმა სამტრედიის თეატრში. დააფინანსა ამავე ავტორის მოთხრობების „გოგია უიშვილისა“ და „პალიასტომის ტბის“ ცალკეული გამოცემები.

   რაჟდენ ნანეიშვილი 1939 წელს 56 წლის ასაკში გარდაიცვალა, დაკრძალულია სამტრედიაში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრი (1912-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:სამტრედია

გააზიარე: