The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ბაბილინა ვახტანგის ასული ბებურიშვილი

ბაბილინა ვახტანგის ასული ბებურიშვილი
ოფიციალური სახელი:ბაბილინა ვახტანგის ასული ჯაყელი
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:1922
კატეგორია:პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი

ბიოგრაფია

   ბაბილინა ჯაყელის დაბადების თარიღი უცნობია. იგი გახლდათ სენაკის მაზრის უფროსის, გიორგი ბებურიშვილის მეუღლე, რომელიც განთქმული იყო ჭადრაკის თამაშით.

    მოძიებულ პუბლიკაციებში ბაბილინა დახასიათებულია, როგორც აქტიური საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი ქალბატონი. ბაბილინა ბებურიშვილი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" რწმუნებული ახალ სენაკში.

   1886 წელს ბაბილინა ბებურიშვილი ახალი სენაკის ერთკლასიანი საქალებო სასწავლებლის მზრუნველად აირჩიეს. 1893 წელს გაზეთი "ივერია" სენაკის საქალებო სასწავლებლის შესახებ წერდა: "საზოგადოდ უნდა ვთქვათ, რომ ქ-ნ ბაბილინა ბებურიშვილის ზრუნვამ ფრიად წინ წაწია ამ სკოლის საქმე... სამწუხაროდ მომავალი სექტემბრიდან იგი იცვლის სამსახურს და საცხოვრებელ ადგილს... სასურველია, რომ სკოლის მზრუნველობას მიიღებდეს ისეთივე მიმართულების გვამი, როგორიც იყო ქ-ნი ბებურიშვილი." აქვე აღნიშნულია, რომ "უკეთესმა მოსწავლეებმა ბაბილინას ხელიდან მიიღეს ქართული წიგნები".

   1891 წლიდან ბაბილინა ბებურიშვილი "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი, ხოლო 1916 წლიდან საზოგადოების ოზურგეთის განყოფილების ნამდვილი წევრი გახლდათ.

  1894 წლის 14 მაისს ბაბილინა ბებურიშვილმა ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.

   ბაბილინა ჯაყელი-ბებურიშვილისა გარდაიცვალა 1922 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ოზურგეთის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1891-)

გააზიარე: