შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ნემსაძე![]()
ბიოგრაფიავლადიმერ ნემსაძე დაიბადა 1882 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ დიდ ჯიხაიშში. 1902 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც 1909 წელს დაამთავრა. ამავე წელს მუშაობა დაიწყო ნოვოეკატერინინსკაიას საავადმყოფოში ჯერ ორდინატოტად, ხოლო შემდეგ ასისტენტად. 1915 წლიდან ვლადიმერ ნემსაძე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში. 1916 წელს სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. 1917 წელს ვლადიმერ ნემსაძე სამშობლოში დაბრუნდა და აქტიური მონაწილეობა მიიღო ქუთაისის, 1904 წელს დაარსებული ქალაქის საავადმყოფოს რეორგანიზაციაში, რომლის ჩამოყალიბების შემდეგ იგი დაინიშნა საავადმყოფოში ჯერ თერაპიულ და გადამდებ სნეულებათა განყოფილების გამგედ, ხოლო შემდეგ საავადმყოფოს მთავარ ექიმად. 1923 წელ ნემსაძე თბილისში რკინიგზის საავადმყოფოს მთავრა ექიმად მიიწვიეს, სადა მან ფიზიო-თერაპიული განყოფილება ჩამოაყალიბა. 1934 წელს ამიერკავკასიის რკინიგზამ, საექიმო საზოგადოებამ და რკინიგზის მთავარი სახელოსნოების მუშებმა ვლადიმერ ნემსაძეს მოღვაწეობის 25 წლის იუბილე გადაუხადეს. 1938 წელს საკანდიდატო შრომა დაიცვა თემაზე: „მასალები იაპონური სოფორას ფარმაკოლოგიის შესწავლისათვის", ხოლო 1941 წელს სადოქტორო შრომა - „კორაზოლისა და კარდიამინის მოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ექსპერიმენტული მიოკარდიტის დროს". 1944 წელს ვლადიმერ ნემსაძე არჩეული იქნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა ინფექციურ სნეულებათა კათედრის გამგედ. 1946 წელს პროფესორის წოდება მიენიჭა. მის კალამს ეკუთვნის სამეცნიერო შრომები თერაპიულ და ინფექციურ დაავადებათა კლინიკისა და მკურნალობის საკითხებზე. ვლადიმერ ნემსაძე გარდაიცვალა 1970 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |