The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ზოსიმე კონსტანტინეს ძე ნემსიწვერიძე

ზოსიმე კონსტანტინეს ძე ნემსიწვერიძე
Date of birth:18??
Category:Religious leader

Biography

   მამა ზოსიმე ნემსიწვერიძის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები უცნობია.

   1891 წელს მამა ზოსიმე იმერეთის სოფელ  სალომინაოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.

   1897 წლიდან სოფელ ზარათის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიიაში მსახურობდა.

   1912 წელს ქუთაისის ერთ-ერთ ტაძარში მღვდელი იყო.

   1913 წლიდან მამა ზოსიმე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ქუთაისის განყოფილების წევრი და აქტიუტად იყო ჩართული საზოგადოების საქმიანობაში.

   1917 წელს მამა ზოსიმე გახლდათ ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ გამართული სრულიად საქართველოს პირველი საეკლესიო კრების მონაწილე.

   მამა ზოსიმე ნემსიწვერიძის ბიოგრაფიული ცნობები მეტად მწირია.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1913-)

Share: