The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილი (დეკანოზი)

კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილი
დაბადების თარიღი:1870
გარდაცვ. თარიღი:20 ნოემბერი, 1932  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   კონდრატე ნინიკაშვილი დაიბადა 1870 წელს თბილისის გუბერნიის სიღნაღის მაზრაში მედავითნის ოჯახში.

   1887 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც 1893 წელს დაამთავრა.

   1894 წელს დიაკვნად აკურთხეს, მეორე დღეს მღვდლად დაასხეს ხელი და ახლად გახსნილი გოგაშენის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში განამწესეს.

   1896-1898 წლებში გოგაშენის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ მუშაობდა.

   1898 წელს ტიბაანის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა.

   1899 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

   1902 წელს სიღნაღის მაზრის I ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა.

   1903 წელს სკუფია უბოძეს.

   1910 წლიდან მამა კონდრატე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სიღნაღის განყოფილების, ხოლო 1917 წლიდან თბილისის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   1912 წელს კამილავკა ეწყალობა.

   1916 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.

   1919 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა და ბოდბისხევის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.

   1921 წელს აღარ იხსენიება ამ სამრევლოში.

   1922 წელს ლაგოდეხის სამრევლოში მსახურობდა.

   1925 წელს ანაფორა გაიხადა და ღვთისმსახურება შეწყვიტა. ჰყავდა მეუღლე ვერა გიორგის ასული და შვილები: ელენე, გიორგი, სიმონი, ვახტანგი და ბარბარე.

   დეკანოზი კონდრატე გარდაიცვალა 1932 წლის 20 ნოემბერს თბილისში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სიღნაღის განყოფილების წევრი (1910-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1916 - სამკერდე ოქროს ჯვარი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: