Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
გიორგი ილიას ძე ორბელიანი![]()
Biographyრუსეთის არმიის გენერალი. დაამთავრა პაჟთა კორპუსი. ოფიცრის წოდებით სამსახური დაიწყო ლეიბ-გვარდიის გუსართა პოლკში. 1877-1878 წლებში მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში. ავღანელებთან რუსული ჯარის გამარჯვების შემდეგ, მიავლინეს კასპიისპირეთის მხარეში. 1885-1886 წლებში მონაწილეობდა რუსეთ-ავღანეთის გამმიჯნავ კომისიაში. 1898-1899 წლებში რუსეთის სამხედრო წარმომადგენლის სახით მივლინებული იყო ინდოეთში ინგლის-ინდოეთის ჯარების მანევრებზე. 1904 წელს მიანიჭეს გენერალ-მაიორის წოდება და გადასცეს ოქროს ხმალი "მამაცობისთვის". დაინიშნა კავკასიის ცხენოსანთა ბრიგადის მეთაურად. 1904-1905 წლებში მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში. 1910 წელს მიანიჭეს გენერალ-ლეიტენანტის წოდება და დაინიშნა კასპიისპირეთის ცხენოსანთა ბრიგადის უფროსად. 1913 წელს რეზერვში ჩარიცხეს. პირველი მსოფლიო ომის დროს აგრძელებდა სამხედრო სამსახურს. 1915 წლიდან იყო თეთრი არწივის ორდენის მფლობელი. Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |