| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ბართლომე ექვთიმეს ძე ბიბილეიშვილი![]()
ბიოგრაფიაბართლომე ბიბინეიშვილი დაიბადა 1880 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ სურებში. 1898 წლიდან იყო კომუნისტური პარტიის წევრი და საქართველოში რევოლუციური მოძრაობის აქტიური მონაწილე. 1898-1901 წლებში თბილისის მუშათა გაფიცვებსა და დემონსტრაციებში მონაწილეობდა. 1903-1905 წლებში გახლდათ რსდმპ კავშირის იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტის წევრი და ხელძღვანელობდა კომიტეტის არალეგალურ სტამბას. 1903 წლიდან იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრი, ხოლო 1912 წლიდან საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი. 1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა მუშათა გაფიცვებში, დემონსტრაციებსა და შეიარაღებულ გამოსვლებში. იყო ქუთაისის ციხის საიდუმლო გვირაბის გაყვანისა და პოლიტპატიმართა გაქცევის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რევოლუციური მოღვაწეობისათვის ორჯერ დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1918-1920 წლებში იყო პარტიის ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტის წევრი და აქტიურად იბრძოდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, სხვადასხვა დროს, იყო რევკომის თავმჯდომარის მოადგილე და რევკომის საქმეთა მმართველი. იგი იკვლევდა რევოლუციის ისტორიას და გახლავთ მემუარების ავტორი. ბართლომე ბიბინეიშვილი გახლდათ ცნობილ ტერორისტ და ექსპროპრიატორ კამოს (სიმონ არშაკის ძე ტერ-პეტროსიანის პარტიული ფსევდონიმი) მეგობარი და მასთან ერთად ასრულებდა განსაკუთრებულ დავალებებს. 1936-1937 წლებში საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორად დაინიშნა და ასევე ასრულებდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმისა და სახელმწიფო გამომცემლობის გამგის მოვალეობას. ბართლომე ბიბინეიშვილი 1937 წლის 22 იანვარს დააპატიმრეს. ბრალად ედებოდა კონტრრევოლუციური ტროცკისტული ორგანიზაციის წევრობა. 1937 წლის 27 ივნისს იგი გაასამართლა სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ და მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა. განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი მეორე დღეს, 28 ივნისს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

