The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე

ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე
Date of birth:16 January, 1866
Date of death:24 June, 1919  (at 53 years)
Burial location:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
Category:Educator, Publicist, Public Figure

Biography

      ლუარსაბ ბოცვაძე დაიბადა 1866 წელს სოფელ ნოღაში, მღვდლის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო, ერთი წლის შემდეგ კი ხონის საოსტატო სემინარიაში გააგრძელა, რომელიც 1888 წელს წარჩინებით დაამთავრა და პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა. იმავე წელს იგი დაინიშნა ქუთაისის მაზრის, სოფ. წყალტუბოს სკოლის მასწავლებლად, სადაც 3 წელი გაატარა და დაუღალავი მოღვაწეობით შეძლო ცარიზმის რუსიფიკატორული პოლიტიკით გამოწვეული განათლების მიმართ უნდობლობის მცდარი შეხედულების შეცვლა ადგილობრივ მოსახლეობაში. ამ მოკლე ხანში მან საუკეთესო პედაგოგის სახელი და დიდი ავტორიტეტი მოიხვეჭა. იგი თავდაუზოგავად ზრუნავდა მოზარდი თაობის აღზრდა-განათლებაზე. თავად ხელმოკლე, მუდმივად სხვებს უწევდა დახმარებას. წყალტუბოდან . ბოცვაძე წინამძღვრიანთ კარში ილია წინამძღვრიშვილის მიერ დაარსებულ სასოფლო-სამეურნეო სკოლაში გადადის სამუშაოდ. 

     1892 წელს, ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“  მიერ ლუარსაბ ბოცვაძე მიწვეულ იქნა კავკავის (ამჟამად ვლადიკავკაზი) ქართული სკოლის უფროს მასწავლებლად. კავკავში ჩასვლისთანავე . ბოცვაძემ მიზნად დაისახა ქართველების შეკავშირება, სამშობლოსადმი უანგარო სიყვარულის გაღვივება, რათა თავიდან აეცდინათ მოსალოდნელი ეროვნული გადაგვარება.  სკოლას იმ პერიოდში საკუთარი ბინა არ გააჩნდა, იგი ნაქირავებ შენობაში იყო მოთავსებული. ლუარსაბ ბოცვაძე  ენერგიულად შეუდგა ამ ჩანაფიქრის განხორციელებისათვის ზრუნვას. თავდადებულმა შრომა და დიდმა ავტორიტეტმა, რომელიც მან კავკავში მოიპოვა, ადგილობრივი მცხოვრებლები მის ირგვლივ დარაზმა. მათი დახმარებით . ბოცვაძემ მოახერხა ქალაქის მმართველობისაგან მიეღო მიწის საკმაო ფართობი საუკეთესო ადგილას და სკოლის მშენებლობის ნებართვა. მალე აშენდა დიდი შენობა ქართული სკოლისათვის. ამავე შენობაში მოთავსდა თეატრალური დარბაზი და ჭრა-კერვის პროფესიული სკოლა ქალთათვის. . ბოცვაძის ცხოვრების 14 საუკეთესო წელი სწორედ კავკავის სკოლას უკავშირდება. სკოლამ დიდი როლი შეასრულა ეროვნული ცნობიერების გაღვიძებაში და ნამდვილ კულტურულ კერად იქცა.  როცა . ბოცვაძემ კავკავის სკოლაში დაიწყო მუშაობა იქ 48 მოწაფე ირიცხებოდა. მალე მოსწავლეების რიცხვმა ოთხასს გადააჭარბა. ნიშანდობლივია ისიც, რომ სკოლის ავტორიტეტის ზრდამ განაპირობა არაქართველი მოსახლეობის ლტოლვაც ქართული სკოლისაკენ. მისი მოღვაწეობა კავკავში არ განისაზღვრებოდა მხოლოდ ქართული სკოლით. ხალხში წერა-კითხვისა და ცოდნის გავრცელების მიზნით მან დაარსა საკვირაო სკოლები ქართულ სკოლასა და დავით სარაჯიშვილის ქარხანაში. მისი ინიციატივითა და ხელშეწყობით შეიქმნა საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა-სამკითხველო, აგრეთვე მუზეუმი, რომელსაც საკუთარი ხარჯით ინახავდა. სკოლის თეატრალურ დარბაზში იდგმებოდა ქართული წარმოდგენები და იმართებოდა მხატვრული საღამოები.  

    უარსაბ ბოცვაძემ 14 წელი (1892-1906) გაატარა კავკავში, თუმცა ეს პერიოდი არც მხოლოდ კავკავში მუშაობით შემოიფარგლებოდა. ამ წლებში იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოში ცოდნისა და კულტურის გავრცელების საქმეში. კავკავიდან იგი ხშირად დადიოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დავალებით ესწრებოდა და იკვლევდა სკოლების, პედაგოიური კურსების თუ კულტურული დაწესებულებების მუშაობას. ხშირად თვითონვე აძლევდა საჩვენებელ გაკვეთილებს და უზიარებდა მასწავლებლებს თავის მდიდარ გამოცდილებას

       1906 წელს ლუარსაბ ბოცვაძე გადაიყვანეს თბილისის ქართულ გიმნაზიაში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა. თბილისის გიმნაზია მაშინ ახლანდელი სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობაში მდებარეობდა. .ბოცვაძემ ჩვეული ენერგიისა და პროფესიონალიზმის წყალობით გიმნაზიაშიაც სულ მალე მოიპოვა ავტორიტეტი. თბილისში გადმოსვლამ კიდევ უფრო შეუწყო ხელი . ბოცვაძის მოღვაწეობის გაფართოებას. გიმნაზიაში მოღვაწეობის პარალელურად, იგი სხვა პროგრესულ მოღვაწეებთან ერთად ეწეოდა თავდაუზოგავ ბრძოლას რუსეთის თვითმპყრობელური პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც ავიწროვებდა, აუქმებდა სკოლებს, თეატრებს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს. ამ პერიოდში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ცარიზმის საგანმანათლებლო პოლიტიკის წინააღმდეგ საქართველოს პროგრესული ძალების ბრძოლას, ილიას მეთაურობით. ეს ბრძოლა მიზნად ისახავდა ხალხში ცოდნისა და განათლების გავრცელებას, ეროვნული სკოლის განვითარებას, ქართული ენისა და კულტურის გადარჩენას. . ბოცვაძე ამ მოძრობის თვალსაჩინო მოღვაწე იყო

      1907 წლიდან ლუარსაბ ბოცვაძე გახლდათ „ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრი, რომელიც ხალხის მასებში ცოდნის გავრცელებასა და ქართული სკოლის აყვავებას ისახავდა ბიზნად. 1908 წელს  არჩეული იქნა საზოგადოების გამგეობის წევრად, ხოლო 1918 წელს საპატიო წევრად. . ბოცვაძე იკვლევდა სკოლების მუშაობას, ადგენდა პროგრამებს სახალხო სკოლებისათვის, წერდა რეცენზიებს სახელმძღვანელოებისა და უკვე არსებული პროგრამების შესახებ, ატარებდა საჩვენებელ გაკვეთილებს და სხვადასხვა ანგარიშს წარუდგენდა "წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას". თავისი საქმიანობიდან გამომდინარე  არჩეული იქნა "ართველთა ორის ერა–ითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასკოლო სექციის თავმჯდომარედ, რომელსაც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა

     ლუარსაბ ბოცვაძე მჭიდროდ თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან. იგი სისტემატურად აქვეყნებდა ლიტერატურულ მიმოხილვებს, კრიტიკულ, პედაგოგიურ თუ პუბლიცისტურ წერილებს.  მას ეკუთვნის 400-ზე მეტი პედაგოგიური ნაშრომი და სტატია, სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოები. იგი იყო ჟურნალ "ნაკადულის" სარედაქციო კოლეგიის წევრი.

       1908 წელს ლ.ბოცვაძემ დაარსა სამეცნიერო-პედაგოგიური და სალიტერატურო ჟურნალი "განათლება", რომლის რედაქტორ-გამომცემელიც თავად იყო 1919 წლამდე. ჟურნალმა უდიდესი როლი შეასრულა განათლებისა და კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. ჟურნალში თანამშრომლობდნენ იმ დროისათვის ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, პედაგოგები, მწერლები. 1911 წლიდან „განათლების“ ყოველი წლის უკანასკნელ, მე-10 ნომერს ერთვოდა წლიური საძიებელი, ხოლო 1913-1917 წლებში — სპეციალური დამატება „ცნობები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედებისა“ პაგინაციითა და ნუმერაციითურთ.       

     "განათლების" რედაქცია მეტად ღარიბი იყო და ლ.ბოცვაძეს სისტემატურად უხდებოდა ხარჯები თავად დაეფარა ჟურნალის ხარისხის შესანარჩუნებლად. ისტორიამ შემოინახა ძალზედ საინტერესო მასალები ჟურნალის ისტორიიდან, მათ შორის ვაჟა-ფშაველას ლექსები, მიძღვნილი ლ. ბოცვაძისადმი. ლ. ბოცვაძე ასევე იყო წამახალისებელი ახალგაზრდა, დამწყები ავტორებისა და მწერლებისა. ჟურნალში თანამშრომლობდნენ და მის რედაქტორ-გამომცემელს მადლიერებით იგონებდნენ გალაკტიონ ტაბიძე, იოსებ გრიშაშვილი, გიორგი ლეონიძე, რომელთაც სწორედ  "განათლებაში" აიდგეს ფეხი.

     1913 წელს აღინიშნა ლუარსაბ ბოცვაძის მოღვაწეობის 25 წლის იუბილე. "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი ყაზბეგმა დაუვიწყარი სიტყვით მიმართა მას. საქართველოს ყველა კუთხიდან მოდიოდა მოლოცვები.

      ლუარსაბ ბოცვაძის პედაგოგიური შეხედულებების საფუძველია საყოველთაო, სავალდებულო და უფასო სწავლება ყველა ბავშვისათვის, ქალისა და ვაჟის თანასწორი განათლება. სწავლება რეალური ცხოვრების მოთხოვნილებათა გათვალისწინებით. მშობლიური ენის მთავარი ადგილი სწავლებაში, პატრიოტიზმისა და შრომისმოყვარეობის აღზრდა. უცხო ენების შესწავლა ევროპული კულტურის დაუფლებისათვის. დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა გონებრივსა და მორალურ აღზრდას. აღზრდის მთავარ საშუალებად მიაჩნდა შრომა, რომლის მიზანიც შრომითი ჩვევების, შრომის უნარის გამომუშავებაა. აღზრდის ჰუმანური მეთოდების მომხრე, განათლებისა და სწავლების თეორიაში ი.გოგებაშვილის მიმდევარი იყო. ლ. ბოცვაძის მოღვაწეობის მიმოხილვისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს მათი  განსაკუთრებული მეგობრობა. იგი იყო იაკობ გოგებაშვილის თანამებრძოლი, მისი საქმის ერთგული დამცველი და გამგრძელებელი. ი. გოგებაშვილმა ანდერძად დაუტოვა თანამოაზრესა და უახლოეს მეგობარს თავისი სახელმძღვანელოების შევსება-შესწორება და გამოცემა, რასაც ლუარსაბ ბოცვაძე სიცოცხლის ბოლომდე დიდი პასუხისმგებლობითა და რუდუნებით ასრულებდა. ლ. ბოცვაძე სიცოცხლეშივე მოიხსენიებოდა გოგებაშვილის მემკვიდრედ და მის შემდეგ ქართული პედაგოგიური აზროვნებისა და სახალხო განათლების ისტორიაში ყველაზე დიდ, კოლორიტულ ფიგურად.

     თავდაუზოგავმა შრომამ და განუწყვეტელმა ბრძოლის რეჟიმში ყოფნამ თავისი გაიტანა და ლუარსაბ ბოცვაძე სრულიად ახალგაზრდა 53 წლის ასაკში სისხლის ჩაქცევით გარდაიცვალა. საქართველოს ყველა ჟურნალ-გაზეთი გამოეხმაურა მის გარდაცვალებას, ცალკე გამოიცა წიგნი "სახსოვარი". საქართველო ღირსეულად გამოემშვიდობა თავის მოამაგეს.

     1919 წლის 27 ივნისს ლუარსაბ ბოცვაძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ხარჯით დაკრძალეს.

Member of Organizations

  • აღმოსავლეთ საქართველოს მასწავლებელთა კავშირი, კავშირის მთავარი გამგეობის წევრი
  • ჟურნალ "ნაკადულის" სარედაქციო კოლეგია, კოლეგიის წევრი
  • სამეცნიერო-პედაგოგიური და სალიტერატურო ჟურნალი "განათლება", რედაქტორ-გამომცემელი (1908-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების საპატიო წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1907-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გამგეობის წევრი (1908-)

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი

Share: